„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიტიკური საბჭოს წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საარჩევნო ბარიერი არ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან პარტის ამ მხრივ პრობლემა არ აქვს, თუმცა, ეს საკითხი მცირე პარტიებისთვის მნიშვნელოვანია, რის გამოც მას მხარს დაუჭერენ.
ჩვენი გუნდი ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნის, ხალხის ინტერესების და არა რომელიმე კონკრეტული პარტიების პირადი ახირების, თუ ინტერესების შესაბამისად. პარტიებს თუ სურთ რეალური დიალოგის დაწყება, ჩვენ ამისთვის გავხსენით შესაბამისი ფორმატი და მზად ვართ, გავაგრძელოთ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
გუშინ საუბარი დაიწყო მოლაპარაკებებზე, დღეს ისევ რადიკალიზმი გაუგებარია, პარტიებს ეს სასიკეთოს არაფერს მოუტანს, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციის მიერ პარლამენტის შენობის პიკეტირების კომენტირებისას.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, რომან გოცირიძემ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინციატივითა და მონაწილეობით პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრასთან დაკავშირებით თქვა, რომ გუშინდელ შეხვედრაზე არ თქმულა, რომ პროტესტი არ გაგრძელდებოდა, „ვინაიდან პროტესტის გარდა ამ ხელისუფლებასთან სხვა ენა არ ჭრის“.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი წარმოადგინა, რომელიც მისი შეფასებით, „დაასრულებს ყველა სახის სპეკულაციას არჩევნებთან დაკავშირებით“.
მოლაპარაკებებისთვის სიტყვით მუდამ მზაობის შემდეგ, ოპოზიციამ გადაწყვიტა პარლამენტთან დიალოგზე მოსვლა საყვირებით, რუსეთების ძახილით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქში“ განცხადება ავრცელებს.
ყაზახეთის პრემიერ მინისტრი ასკარ მამინი საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ „ფეისბუქზე“ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მისი მოწვევით გამართული შეხვედრისას მან დაინახა „ყველა პოლიტიკურ აქტორში დისკუსიის სურვილი, წინ წაწევა და ჩიხის გარღვევა მოხდეს“.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ მინისტრისა და ოპოზიციის ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება დიალოგის გაგრძელებაზე და მას ექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებთან და შემდგომ ნაბიჯებზე საზოგადოებას თავიანთ პოზიციას აცნობებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.