ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, ინტენსიურად იმუშაონ, რათა მოხდეს სიტუაციის განეიტრალება, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს ეწვია. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი დახვდნენ.
28 თებერვალს, საქართველოს ესტუმრება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანაში (მოლდოვა, საქართველო, უკრაინა: 28 თებერვალი - 3 მარტი) მისი ვიზიტის ფარგლებში.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მიმდინარე მასშტაბურ აქციას ვიდეომიმართვით ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოში ივანიშვილის ინტერესის გარეშე არც ერთი ჰესი არ შენდება.
ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელებში, კერძოდ ფეისბუქში, გახშირდა პოლემიკა პოლიტიკური ორიენტაციის თემაზე, თუ რომელი სახელმწიფო არის საქართველოს "ჭეშმარიტი" მეგობარი და საითკენ უნდა წარვმართოდ ქვეყნის განვითარების ვექტორი.
პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირება გარდაუვალია, რაც იმის საწინდარი გახდება, რომ საქართველოში დაუყოვნებლივ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც ბურჭულაძეს პროგნოზით, „ქართული ოცნება“ დაახლოებით ხმების 23-დან 28%-მდე აიღებს მხოლოდ.
„არ ვიცი, უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ ალბათ ჯობია ვთქვა. გული ძალიან მწყდება იმაზე, რომ ნათია მეზვრიშვილმა, 20 ივნისის დამრბევი გახარიას მაშინდელმა მოადგილემ, საჯაროდ დამიცვა. ეს ერთი მაგალითია, ბევრმა სხვა ყოფილმა ქოცმა, რომ არაფერი ვთქვათ სხვებზე. და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში - გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ.:
„ნაციონალური მოძრაობის“ აქციების მხარდამჭერი მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშლა მხოლოდ დასაწყისია და კარვები დაიდგმება მთელ საქართველოში - დაწყებული სარფიდან, დამთავრებული ლაგოდეხით.
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ 26 თებერვალს, თბილისში, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე ხალხი არ მივიდა და ამის მიზეზი ისაა, რომ ეს პოლიტიკური ორგანიზაცია და მასთან ალიანსში მყოფი სხვა პარტიები „შულავერის კომიტეტია“, რომელსაც ბელადად „ამხანაგი ბურჯანაძე“ უდგას.
რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მხრიდან „კრიმინალ“ გიორგი (ჟორიკა) რურუას გათანაბრება პარტიის ლიდერ ნიკა მელიასთან ანაქრონიზმია და სწორედ ეს არის „ნაციონალების“ მსოფლმხედველობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.