საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ვიდეო მიმართვაში ამბობს, რომ „დღევანდელი დღე, ისე როგორც არასდროს, გვახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“.
თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ხაზი გაუსვა დიალოგის აუცილებლობას.
ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, გააძლიერონ სიტუაციის დეესკალაციისკენ მიმართული ძალისხმევა და საერთო ენა გამონახონ. გადამწყვეტია, რომ ოპოზიციამ კონსტრუქციული როლი შეასრულოს, საქართველოს პარლამენტში შესვლის ჩათვლით , – ამის ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებაშია ნათქვამი.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ოკუპაციიდან 100 წლის თავზე ერდოღანი და რუსეთი ერთად იყოფენ სამხრეთ კავკასიას და „ისე რთულად მიდის საქმეები, რომ ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნა აქ“. „ამერიკულ სამხედრომ ბაზას ივანიშვილი გაგვიხსნის? ხომ აორთქლდა იმ წუთში პუტინისგან“, თქვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
„დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირ წინაპრებს, რომელთაც საკუთარი სიცოცხლე გასწირეს სამშობლოსთვის, დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლების დასაცავად - ეს იყო გმირობის მაგალითი, რომელიც ყველა თაობისთვის მისაბაძია, თუ როგორ უნდა გიყვარდეს საკუთარი სამშობლო და როგორ უნდა დაიცვა თავისუფლება და დამოუკიდებლობა, როდესაც მას საფრთხე ემუქრება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იუნკერთა მემორიალთან განაცხადა.
მინდა, განსაკუთრებით მივმართო ჩემს მხარდამჭერებს დმანისში, წალკაში, თეთრიწყაროში, ბოლნისსა და თბილისში - არ დავრჩეთ სახლში! - ამის შესახებ მიმართვას სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი წალკისა და დმანისის ოლქიდან, ამჟამად კი, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი კახაბერ ოქრიაშვილი ავრცელებს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს.
ნიკა მელიამ სახელმწიფოს უთხრა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა და ვერც დაიჭერდნენ. ეს კანონის და სახელმწიფოს გამოწვევა იყო, რამაც განაპირობა მისი პატიმრობა, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ და დასძინა, რომ, მელიას გირაოს გადახდაზე უარი რომ არ ეთქვა, ვერავინ დააპატიმრებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.