ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ „აფასებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ გამოვლენილ თავშეკავებას ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებას კომიკური უწოდა და თქვა, რომ თავის დროზე ირაკლი ღარიბაშვილი როგორც პატარა ბავშვი, ისე გაუშვეს თანამდებობიდან.
ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივი, რადგან დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში.
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ მინისტრობის კანდიდატურად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელების თაობაზე.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, „ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი, დავით სერგეენკოს განცხადებით, ოპოზიციასთან მოლაპარაკების კარი არ დახურულა და მმართველი გუნდი ამისთვის ყოველთვის მზადაა, თუმცა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა არ განიხილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ გაყალბება დაადასტურა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რის შემდეგაც უმრავლესობის შეხვედრა შედგება.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ ქვეყანაში დაუყოვნებლივ უნდა დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები „ახალი საარჩევნო კომისიით და საერთაშორისო დამკვირვებლებით“.
„ძალა ერთობაშია“-ს ბლოკის წარმომადგენელმა, დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა, რომელიც ამ დრომდე პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს, განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შემოდგომაზე, ოქტომბერში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე უნდა იმსჯელოს.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მოუწოდა ნიკა მელიას, დაემორჩილოს კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და მის დაპატიმრებას.
„ქართული ოცნება“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ხვალ, 19 თებერვალს დაასახელებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.