მგონია, რომ გიორგი გახარიამ ერთ წამში, ერთ დღეში წყალს გაატანა ხალხის ნდობა, არ ვიცი, რამდენად ღირდა მას ამის სანაცვლოდ მოეპოვებინა ხუხაშვილის და კვესიტაძის შექება, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „იმედის“ ეთერში.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ უცხოელი დიპლომატების - აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები მალე განახლდება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის სახელით პროცესის დეესკალაციისა და დიალოგის გამართვისთვის მზადყოფნა გამოხატა და დასძინა, რომ ამისთვის ყველაფერი გაკეთდება, თუმცა დააკონკრეტა, რომ დიალოგი უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული და „არა დიალოგი დიალოგისთვის“.
ირაკლი არის გაჯერებული კაცი, ანტიეგო აქვს თავისი და კარგად უწყის მის მიერ ნაფიქრი - „ახლა ჩვენ ამას გავაკეთებთ“, ეს [ანტიეგო] ეუბნება - „არა, ამ მომენტში ამის გაკეთება არ შეიძლება“ და ჰიპერეგოსგან ეს დაიცავს...
პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამას და მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარი დაუჭირეს.
ნიკა მელიას განცხადებით, გუშინდელი დღის შემდეგ, ყველა ავტომანქანას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ტერიტორიას ტოვებს, საბარგულს უმოწმებენ, თუმცა, იგი შენობიდან გასვლას საბარგულში მოთავსებით არ აპირებს.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიმდინარე სამთავრობო ცვლილებებზე და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებაზე გააკეთა კომენტარი.
ჩემ წინააღმდეგ გამოიტანეს გადაწყვეტილება, სადაც ოთხ პუნქტად ჩაწერეს ოთხი ერთმანეთზე უარესი მოთხოვნა, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში - „დღის თემა“.
გავლენიანი ამერიკელი სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ ერთობლივ წერილს აქვეყნებენ, რომელშიც მიესალმებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების შეჩერებას და აღნიშნავენ, რომ „მსგავსი პოლიტიკური დევნა და დაკავება აღარასოდეს უნდა მოხდეს“.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრობის კანდიდატები დაასახელა, რომელთაგან აბსოლუტური უმრავლესობა ძველი სახეებია. მთავრობის ახალ შემადგენლობაში ვერ მოხვდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, რომლის ადგილსაც მინისტრის რანგში ირაკლი ქარსელაძე, ამავე სამინისტროს დავქემდებარებაში მყოფი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე და მინისტრის პირველი მოადგილე დაიკავებს. მაია ცქიტიშვილი კი აქტიური პოლიტიკიდან მიდის.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.