ოპოზიციას ორი მთავარი გზავნილი აქვს, მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც არის ფაქტობრივად, ბურჯი საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესში, მეორე გზავნილია, რომ ქვეყანაში დემოკრატია არის საფრთხეში და ამ საფრთხეს უქმნის დღევანდელი ხელისუფლება, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიები განცხადებას ავრცელებენ.
განცხადება ბევრნაირი გვინახავს, ეუთო-ს მანდატში სწორედ ასეთი ტიპის განცხადებებია, ასე აკეთებს ყველა ქვეყანაში. მესმის ეს განცხადება, ჩვენგან გაყალბების კიდევ მეტ მტკიცებულებებს მიიღებს, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელის, ფინელი პარლამენტარის, პია კაუმას განხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აფასებს.
სახელმწიფო მდივანი პომპეო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სასამართლო რეფორმასა და საქართველოს განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე გულწრფელი და ღია საუბრისთვის შეხვდა.
დღეს ყველაზე ხმამაღალი აქციაა, რადგან ჩვენი მდუმარებით მთელ მსოფლიოს გავაგებინეთ, რა მძიმე ვითარებაში იმყოფება ქვეყანა, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.
თქვენ ამ ქვეყნის ჭეშმარიტი მეგობარი ბრძანდებით! ჩვენ, პირადად თქვენი და შეერთებული შტატების მადლობელი ვართ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მხარდაჭერისთვის, ეს ყველზე მნიშვნელოვანი პარტნიორობაა, რაც გაგვაჩნია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრისას.
მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო, იმყოფება ჩინეთიდან მომდინარე ვირუსის გამოწვევის წინაშე. მას ერთად გავუმკლავდებით, ჩვენს ხალხს გავუფრთხილდებით და ეკონომიკას ავამუშავებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნის, რეგიონისა და მსოფლიოს კეთილდღეობისთვის, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასათან შეხვედრისას.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ხვდება.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ხვდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.