მიშა საქართველოს გადარჩენის შანსიაო, აქ ვხედავ წარწერას, ნურც იმ მიშას ხსენების გეშინიათ, რა, მოდით, ვისაუბროთ, თუ რამე კარგი გააკეთა, ის კარგი დავტოვოთ. თუ რაიმე დანაშაულებრივი ქმედებები იყო. იმიტომ შეიკრიბა განახლებული ახალი ოპოზიციაც ახალი სახეებით, რომ იმ გაკეთებულს ჩამოვაცილოთ დანაშაულებრივი, რაც იყო და გავაკეთოთ კანონით, სამართლით, აღმშენებლობით ახალი სახეებით მაგარი საქართველო ავაშენოთ“, – განაცხადა პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანა, სადაც მოქალაქეებს არ აქვთ საშუალება, საკუთარი ბედი თავად გადაწყვიტონ, განწირულია კრახისთვის.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია აცხადებს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე, თამარ ჟვანია, თუნდაც ერთი ან სამი დღით აუცილებლად უნდა მოხვდეს საპატიმროში.
რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის საპროტესტო აქცია იწყება – სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები და წარმომადგენლები, პარლამენტის შენობასთან მხარდამჭერებთან ერთად იკრიბებიან.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციისა და დიპლომატების შეხვედრის შემდგომი რაუნდი უახლოეს ხანში გაიმართება.
დღეს გაცილებით მძიმე მოლაპარაკებები იყო, ვიდრე წინა ჯერზე, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მოსახლეობის სამპროცენტიანი ფენა ჩაგრავს 97 პროცენტს და ეუბნება, რომ არ არიან ამაყი, თავისუფალი და ხმის უფლების მქონე მოქალაქეები, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პოლიტიკურ მხარეეებს შორის დიალოგის რეჟიმი არ დასრულებულა.
მხარეებს შორის დიალოგის დაწყება არ ნიშნავს ქუჩის პროტესტის გაჩერებას, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა დღეს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით.
ველოდები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი გონივრული კომპრომისი შემოგვთავაზოს, რომ პროტესტი აღარ გაგრძელდეს, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დაწყებამდე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.