„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი გაყალბებულია და არალეგიტიმურობის გამო მალე ჩამოიშლება.
თენგიზ შერგელაშვილმა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დატოვა. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაწერა.
ჩვენ გავატარეთ დემოკრატიული რეფორმები, რათა სხვა პარტიებიც შესულიყვნენ პარლამენტში და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათ ამის შესაძლებლობა რეალურად მიეცათ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ევროპარლამენტარებს არჩევნებთან დაკავშირებული განცხადების გამო მადლობას უხდის.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების სამინისტროს, ევროპისა და ამერიკის საკითხებში მინისტრი, ვენდი მორტონი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს „თვითერის“ პირად გვერდზე ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველად წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.
ცესკოს საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებზე განცხადებას ავრცელებს.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა, თუმცა, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები, მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა“.
ცენტრალური საარჩევნო კომისია თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს, რომელიც 3 847 საარჩევნო უბნის აბსოლუტურ უმრავლესობას - 3 838 უბნის შედეგებს ასახავს - 99.77%-ს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.