ქსნის პენიტენციურ დაწესებულებაში კენჭისყრის შედეგების მაჟორიტარული ნაწილი გაუქმდა. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.
ოპოზიციის რომელ ერთობაზე ვლაპარაკობთ, ხომ ვნახეთ შალიკოს ფანჩატურში ერთობა და მეორე წუთში რას ეძახნდნენ ერთმანეთს; ერთობა რომ ჰქონდეთ და ერთმანეთის იმედი რომ ჰქონდეთ, ეგენი გავიდოდნენ 21-ში არჩევნებზე და ნახევარ პარლამენტს აიღებდნენ, მაგრამ მათ არ აქვთ ერთობა და ეს ხალხმაც იცის, თვითონაც კარგად იციან, – განაცხადა რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ.
დღეს არის ისტორიული დღე, 30 წელიწადია, პოლიტიკური ოპოზიცია ამ ქვეყანაში ლაპარაკობს სხვადასხვა ინტენსივობით არჩევნების გაყალბებაზე, მაგრამ არასდროს ასეთი ერთსულოვნება არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ არის სიყალბე, ამ სიყალბეში არ უნდა მიიღო მონაწილეობა, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ.
გუბაზ სანიკიძის საქციელი საზიანოა იმ ბრძოლისთვის, რაც ქართველ ხალხს სჭირდება, თუ ამას გააგრძელებს, შეფასება იქნება ძალიან მწვავე, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ გუბაზ სანიკიძის და ნიკა მელიას გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით საუბრისას.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ 7 ნოემბერს 5 საათზე, თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართება.
გამოიკვეთა რამდენიმე შემაშფოთებელი ტენდენცია, რაც ძირითადად უხეშ სამართალდარღვევებში გამოიხატა, ეს გვაძლევს საფუძველს იმისა, რომ ეს არჩევნები გახლავთ ტოტალურად გაყალბებული, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმაა სერგი კაპანაძემ.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ერთობლივი დოკუმენტი მოამზადეს, რომლის თანახმადაც, ისინი უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე.
მე საქართველოში ვერ ვბრუნდები არა იმიტომ, რომ რომელიმე ოპოზიციის წევრს არ სურს, დავბრუნდე, არამედ იმის გამო, რომ ვიმყოფები პოლიტიკურ დევნილობაში არსებული დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ, რომელმაც ამ დღეებში ქართველ ერს მოპარა თავისუფალი არჩევანის უფლება, – წერს უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე.
„ცესკოს“ თავმჯდომარე, თამარ ჟვანია, აცხადებს, რომ არჩევნები ჯერ არ დასრულებულა. მისი თქმით, შედეგების შეყვანა და დამუშავება ახლა მიმდინარეობს, ამიტომ მონაცემები საბოლოო და ოფიციალური არ არის. რაც შეეხება შეცდომებს, ჟვანია აცხადებს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, ტექნიკური და მექანიკური შეცდომები ყველა არჩევნებზე ხდება. ამასთან, ზოგიერთი ოქმი, შეიძლება, არასწორადაც იყოს შევსებული, მაგრამ ისინი გადაიხედება.
„მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში „ენმ-ძალა ერთობაშიას“ წევრებს, ნიკა მელიასა და გუბაზ სანიკიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც სანიკიძემ თქვა, რომ ოპოზიციამ „ორიანზე ჩაატარა არჩევნები და შეეძლო, ჰქონოდა ერთი შტაბი“. მან განაცხადა, რომ „არც ერთი ჩვენგანის არ ეშინია ბიძინას, მას პერსონალურად ეშინია ერთადერთი კაცის, ეს არის ერთადერთი მიხეილ სააკაშვილი, არ დადგა დრო, რომ ჩამოვიდეს და ჩაერთოს ამ საქმეში?".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.