დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანა დოლიძის მიერ გასაჩივრებული 6 ოქმიდან არც ერთი არ დააკმაყოფილა.
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები რეპრესიებით ემუქრებოდნენ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც გარდაიცვალა, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა ბრიფინგზე.
აპაპაპა, გუბაზას მოწყობილ რევოლუციაში, მე ძმაო, მონაწილეობას არ მივიღებ, – წერს პარტია „გირჩის” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
დარწმუნებული ვარ, ახლა ხდება ციფრების ხელოვნურად გაბერვა, რათა ქვეყანა ჩაკეტონ და ხალხმა არ დაიბრუნოს მოპარული არჩევნები, – წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“.
გაერთიანებული ოპოზიცია, განმეორებით არჩევნებს მოთხოვნით, საპროტესტო მსვლელობას მართავს. ისინი მეტროსადგური „ავლაბრიდან“ ავტოკოლონით ჯერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ მიემართებიან, შემდეგ კი მსვლელობას მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით გამართავენ.
მეორე ტურებში მონაწილეობა მგონია, რომ არის ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი ხელისუფლებისთვის და მისაღები გამოსავალი შეიძლება გახდეს ოპოზიციისთვის, თუ ამას ეს გულწრფელად გააკეთებს, – განაცხადა „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.
პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დაწერილი არც ერთი საჩივარი პასუხის გარეშე არ დარჩება.
„ნაციონალური მოძრაობის“ „კლასტერი“ არის ძალიან საშიში კოვიდ ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ მათი უპასუხისმგებლო ქმედებები. ვფიქრობ, ისინი მიზანმიმართულად აკეთებენ იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს დაინფიცირებული, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის მიესალმებოდა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესულიყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.