პოლიტიკა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის განაცხადებით, „ყველასთვის ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს საპარლამენტო არჩევნებს და ამას ადასტურებს ყველა გაუყალბებელი კვლევის მონაცემი“.

სრულად...

ბოლო დღეების განმავლობაში გამოიკვეთა კამპანიური ხასიათის მქონე მცდელობები საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და საარჩევნო გარემოს დაზიანების მიზნით. კერძოდ, დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებით და საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლით, ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ხელშეშლას და დისკრედიტაციას.

სრულად...

ბოლო დღეების განმავლობაში და მანამდეც, ვხედავთ გამოქვეყნებულ სხვადასხვა კვლევას. ჩვენი პარტია და თითოეული ჩვენგანი მუდმივ კონტაქტში ვართ ამომრჩეველთან. ყველაფერი მოწმობს იმას, რომ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ და ჩვენს გუნდს, აქვს ამომრჩევლის 60%–მდე მხარდაჭერა“, - განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

სრულად...

გერმანიის ბუნდესტაგში გერმანულ-ქართული ფორუმი დაფუძნდა. ფორუმის დაარსების წესდებას ხელი მოაწერეს ბუნდესტაგის დეპუტატებმა აქსელ ფიშერმა (ქრისტიან-დემოკრატიული პარტია), სვენია შტადლერმა (სოციალ-დემოკრატიული პარტია), ტობიას ლინდნერმა (მწვანეთა პარტია), ოლავ გუტინგმა (ქრისტიან-დემოკრატიული პარტია), მარტენ ფონ მარშალმა (ქრისტიან-დემოკრატიული პარტია), იოზეფ რიფმა (ქრისტიან-დემოკრატიული პარტია)  და ოტო ფრიკემ (თავისუფალი დემოკრატები).

სრულად...

ამ წუთიდან „ქართული ოცნების“ წევრი მე არ ვარ, იმ ზონდერ ბრიგადის წევრი მე ვერასოდეს ვერ ვიქნები, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ და ეს რეჟიმი უნდა წავიდეს, - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა „მთავრი არხის“ ეთერში.

სრულად...

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილებით თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა. თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს შესაძლებლობა მიეცათ დაგვიკავშირდნენ 27 ოქტომბრის დღის 14:00 საათამდე ნაცვლად 26 ოქტომბრის 22:00 საათისა და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურება.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე 2012 წლიდან დღემდე საქართველო-აშშ-ს პარტნიორობასა და 8 წლის მანძილზე ამ კუთხით მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრა.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო პროგრამის საგარეო პოლიტიკის მიმართულების წარდგენისას, დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ხელისუფლების მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე ისაუბრა.

სრულად...

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს იაქტიურონ, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება.

სრულად...

ცესკო-მ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ის ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ, საარჩევნო უბანზე მივიდნენ და ხმა მისცენ, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი