„სენაკი ყოველთვის იყო საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი სამეგრელოში, ამიტომ, ისეთი პროექტები, როგორიც არის თეატრი, რომელიც აღდგენილია, თუმცა ჯერ არ გახსნილა, უნდა გაგრძელდეს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფოთში, ხობსა და სენაკში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას წარდგენისას, სენაკში.
ბევრი პროვოკაცია გველოდება წინ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ არავის მივცეთ შესაძლებლობა, ელემენტარული ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ფოთში, ხობსა და სენაკში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას ხობში წარდგენისას.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ „იმედის“ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ გასხვისდა ეკონომიკური და სტრატეგიული ობიექტები „ნაციონალური მმართველობის“ დროს რუსულ კომპანიებზე, პასუხის ნაცვლად არხის დახურვის სურვილი გამოთქვა. ინფორმაციას „იმედინიუსი“ ავრცელებს.
დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ აღმაშენებელის გამზირიდან სამტრედიის ქუჩამდე მარში მოაწყო. მსვლელობაში დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატის მხარდამჭერებმა და თანამოაზრეებმა მიიღეს მონაწილეობა.
ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ჩვენი საზოგადოება და განსაკუთრებით, გურია მთლიანადაა ორიენტირებული მომავალზე, სავსეა ოპტიმიზმით. რა თქმა უნდა, ჩვენ წინ ვიხედებით და გვაინტერესებს, თუ რის გაკეთება შეგვიძლია მომავალში ერთად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გურიაში, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ვასილ ჩიგოგიძის წარდგენისას.
„მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო მოსახლეობას, რეალურად ვინ არის რუსული ინტერესების გამტარებელი ქვეყანაში. ხელთ მაქვს მოკლე რეზიუმე, იმ სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალი, რომელიც უშუალოდ სააკაშვილის დავალებით გადაეცა რუსეთს, რუსულ სახელმწიფო კომპანიებს,“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ საუბრისას.
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ნამდვილი რიცხვები“ დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას, განსაკუთრებით აღნიშნა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წვლილი რუკების მოძიების პროცესში.
„მე ვფიქრობ, ნორმალურ, ძლიერ სახელმწიფოში ასეთი პოლიტიკური ორგანიზაცია უბრალოდ დაიხურებოდა. ამ ადამიანებს, და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ვისაც დაუმტკიცდებოდა ღალატის ჩადენა საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე, ალბათ სამუდამო ციხე დაემუქრებოდა. ჩვენ ვმსჯელობთ ახლა, რატომ ჩამოვიტანეთ რუკა, რატომ ჩავატარეთ სპეცოპერაცია,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში - „ნამდვილი რიცხვები“ დავით-გარეჯის საკითხზე საუბრისას.
„მაყურებლისთვის რომ განვმარტოთ, მე წამოღებული მაქვს შეთანხმების აქტის ასლი, ეს მოღალატე პოლიტიკოსები მოსახლეობას აბნევენ. თითქოს ჩვენ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას ტყუილად ვაბრალებთ არამართლზომიერ შეთანხმებას“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში - „ნამდვილი რიცხვები“ დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას.
დავით გარეჯთან საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული საზღვრის გარკვეულ მონაკვეთზე დელიმიტაცია-დემარკაციისა და 1938 წლის ორიგინალი კარტოგრაფიული რუკების მოპოვების საკითხებზე თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ნამდვილი რიცხვები“ ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.