დავით გარეჯის საქმის საეჭვო პოლიტიზება მიუთითებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს საკუთარი ქვეყანა და სამშობლო არ უყვარდათ, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დავით გარეჯის საკითხზე კომენტირებისას.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სდაც აღნიშნულია, რომ "ქართული ოცნება" დამაჯერებლად იმარჯვებს ამ არჩევნებში. მისი თქმით, ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ქართული საზოგადოების უპრეცედენტო მხარდაჭერის ფონზე, მმართველი პარტიის საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60%-მდე მერყეობს და რიგ შემთხვევებში, 63%-საც კი აჭარბებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მადლობა გადაუხადა თეა წულუკიანს იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე უაღრესად ნაყოფიერი 8-წლიანი შრომისთვის და ხაზგასმით აღნიშნა მისი პერსონალური წვლილი მართლმსაჯულების სისტემის ჰუმანიზაციის პროცესში.
აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ეს ასე გაგრძელდება ნებისმიერ შემთხვევაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
გარეჯი სააკაშვილმა „სოკარს“ მიჰყიდა, - ასეთი განცხადება გააკეთა ირაკლი კაკაბაძემ „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას.
ზუგდიდის რესტორანში ვანო მერაბიშვილს ქართული მარშის წარმომადგენელი გიორგი გაბედავა დაუპირისპირდა, რის შედეგადაც სააკაშვილის ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრმა რესტორანი თანმხლებ პირებთან ერთად დატოვა.
აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა, შესაბამისად საზღვართან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით.
„ჩემო მეგობრებო, ნუ შევუშინდებით მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან მუქარის და შანტაჟის ფაქტების. „ქართულ ოცნებას“ უკვე გავატანეთ რვა წელი და ნუ გავატანთ ამ შიშს მომავალ ოთხ წელსაც,“ - დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა დოლიძემ სოციალური ქსელით საქართველოს მოსახლეობას მიმართა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ევროსაბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს ნატალია ვუტოვას შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.