პოლიტიკა

ნიკა გვარამია ირწმუნება, რომ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ექსპერტის, ივერი მელაშვილის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდი მღელვარებაა და უწყება „ინგრევა ფაქტობრივად“, დანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, გიგი გიგიაძის განცხადება კი იმას მოასწავებს, რომ „ეს არის ჩამოშლის დასაწყისი“.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის წევრის, „ქართული ოცნების“ გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატის, სავალან მირზოევის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი განცხადებით გამოეხმაურა.

სრულად...

თუქეთის მცდელობა კავკასიური ავანტიურისა (აზერბაიჯან-სომხეთის ომის პროვოცირება) რამდენიმე მიზანს ისახავს: 1. პოლიტიკური გავლენის გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში; 2. ალტერნატიული ტრასების გადაკეტვა როგორც (ა) ე.წ. ახალი აბრეშუმის გზისა (ერთ-ერთი ვარიანტის): ჩინეთი-ირანი-სომხეთ-საქართველო და ა.შ ევროპისკენ, ისე (ბ) აზერბაიჯანის ნავთობის, ლიბიის, სირიისა და კვიპროსის სიახლოვეს აღმოჩენილი უზარმაზარი საბადოების გაერთიანების გზით ფაქტობრივად, საუდის არაბეთისა და რუსეთის მასშტაბის მწარმოებელ-ექსპორტიორად გადაქცევა, რასაც შემდგომ შუა აზიაზე კონტროლის გაძლიერების მცდელობა მოჰყვება.

სრულად...

„ჩემი ღრმა რწმენით, ანა დოლიძე არა მხოლოდ ჩვენს პარლამენტს და ჩვენს საპარლამენტო ცხოვრებას, არამედ ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერ პარლამენტს დაამშვენებდა,” - განაცხადა მწერალმა დათო ტურაშვილმა დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანა დოლიძის საარჩევნო კამპანიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

სრულად...

„მე ვიქნები მუხტი საქართველოს პარლამენტში, რომელიც შექმნის პოლიტიკას არამხოლოდ პატარა ჯგუფებისთვის, არამედ შექმნის პოლიტიკას ხალხისთვის“, - განაცხადა დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა დოლიძემ საარჩევნო კამპანიის პრეზენტაციაზე.

სრულად...

საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

"სვანები განსაკუთრებული მორალური კოდექსის, მაღალი ღირსების მატარებელი, პატრიოტი ხალხი ხართ, ვინც ყოველთვის ერთგულად მსახურებს სამშობლოს და განსაკუთრებით აფასებს ჩვენი დალოცვილი მიწის თითოეულ გოჯს", განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლა მესტიაში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა ენუქიძის წარდგენაზე.

სრულად...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევიდან ათენში, საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან შესახვედრად ჩადის და აცხადებს, რომ ამ შეხვედრის შესახებ ივანიშვილის ხელისუფლებამ წინასწარ გაიგო და კალაძის მეშვეობით დაავალა ადგილობრივ ქართველ კრიმინალებს პროვოკაციის მოწყობა. თუმცა სააკაშვილი არ აპირებს შეხვედრის გადადებას და ამბობს, რომ „სულ მალე საქართველოში“ იქნება.

სრულად...

2020 წლის 9 ოქტომბერს, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში, გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-4 თემატური ჯგუფის - ,,საინფორმაციო საზოგადოება; აუდიოვიზუალური და მედიის სფერო; მეცნიერება და ტექნოლოგიები; განათლება, ტრენინგი და ახალგაზრდობა; კულტურა, სპორტი და ფიზიკური აქტივობა“ რიგით მე-5 სხდომა, რომელსაც ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან - ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგიისა და ინსტრუმენტების სამმართველოს დირექტორის მოადგილე  ბეატრის სალვადორ გარსია.

სრულად...

10 ოქტომბერს, 12:00 სთ-ზე დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის საარჩევნო კამპანიის პრეზენტაცია გაიმართება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი