პოლიტიკა

სამწუხაროდ, ქვეყანაში ფიქსირდება ინფიცირების მკვეთრი ზრდა, რაც უაღრესად საყურადღებოა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვფლობთ სიტუაციას და ვაკონტროლებთ ვირუსის გავრცელების სისწრაფეს, გვმართებს უაღრესი ყურადღება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

სრულად...

რა თქმა უნდა, ეპიდემიის გავრცელების და რისკების დღევანდელი გადმოსახედიდან, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს თანამედროვე, გამართული ინფექციური კლინიკა. ამისთვის, დღეს, ჩვენ  მთავრობაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ მიზნით, ინფექციურ საავადმყოფოს გამოეყოს 40 მილიონ ლარამდე, რომლის ძირითადი მიზნობრიობა იქნება შენობის აშენება, ან შენობის შეძენა, რაც უფრო ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილება იქნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე. 

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა არასამათავრობო სექტორის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მინისტრის პირველი მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი და სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. კვლევა წარადგინა „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის“ კოორდინატორმა, ლაშა ტუღუშმა და იგი მომზადდა „ლიბერალური აკადემია თბილისის“ (EI-LAT) მიერ „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტთან“ (ISSA-Georgia) მჭიდრო თანამშრომლობით.

სრულად...

ევროპის საბჭოს (Council of Europe) ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის  დირექტორატის წარმომადგენელთა ინიციატივითა და ორგანიზებით, ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და ანგარიშგების საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრა გამართეს. 

სრულად...

„აშშ-ს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეუქცევადობას. მე ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით ჩვენი თანამშრომლობა ისეთ მაღალ ნიშნულზეა როგორც არასდროს“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის მიერ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტის დამტკიცების შეფასებისას.

სრულად...

ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალ ხელმძღვანელს, მარეკ შჩიგელს შეხვდა.

სრულად...

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: „მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები ევროკავშირის ბაზარზე“. შეხვედრაში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი