„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში, 8 მაჟორიტარული ოლქიდან მხოლოდ ორ მაჟორიტარულ ოლქში - სამგორის და ისნის ოლქებში წარადგენს დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატებს და სხვა ოლქებში ასპარეზს გაერთიანებული ოპოზიციის სხვა, მცირე ზომის პარტიებს უთმობს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს შორის ინტენსიური კომუნიკაციაა.
დღეს ჩვენ განვიხილეთ სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების ანგარიში, რომელიც გაცემული იყო 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე; რეკომენდაციების უმრავლესობა შესრულებული ან ნაწილობრივ შესრულებულია, ხოლო იმ ნაწილზე, რომელიც შესრულებული არ არის, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად, - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ბექა დოჭვირმა, საკანონმდებლო ორგანოში, სადაც სახალხო დამცველის მიერ 2018 წელს გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის განხილვაში მიიღო მონაწილეობა.
პრეზიდენტებმა კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნებში შექმნილი ვითარება განიხილეს და პანდემიის შემდგომ პერიოდში ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის სტრატეგიაზე ისაუბრეს.
ჩვენს მოქალაქეებს, დღეს, კრიზისად გამომდინარე, რა თქმა უნდა, უჭირთ, ბევრმა დაკარგა შემოსავალი და ბევრ ადამიანს, უბრალოდ, შემოსავალი ვერ მიაქვს ოჯახში, ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს ბევრი ლოდინის დრო და შესაძლებლობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
ჩვენ გვინდა გამოვიყენოთ სამთავრობო პროგრამის ანგარიში, როგორც პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ დავიწყოთ ფართო კვლევა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად COVID-19-ის ეპიდემიის ზეგავლენისა ჩვენი ცხოვრების სფეროებზე, როგორიც შეიძლება იყოს სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრება, ადამიანის უფლებები, ბავშვთა უფლებები, სამართლებრივი პროცესები და ა.შ., - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
„დღეს არსებობს შესაძლებლობა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გახდეს ქვეყანაში თვისობრივად ახალი პოლიტიკური ეტაპის დასაწყისი. ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ ძირეულად შეიცვალოს როგორც არსებული პოლიტიკური ელიტა, ასევე თავად პოლიტიკური ცხოვრებისა და ქცევის წესი, პოლიტიკის წარმართვის სტილი“, - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის წევრმა გია ჟორჟოლიანმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მედიის წარმომადგენლებს საარჩევნო პერიოდში პარტიებისთვის მედიის დროის გამოყოფასთან დაკავშირებით საკუთარი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ჩეხ კოლეგასთან, ტომაშ პეტრჟიჩეკთან. მინისტრებმა ისაუბრეს COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ თემებზე.
„პანდემიის პირობებში, როდესაც ადამიანების უმრავლესობა შემოსავლების გარეშე დარჩა, თითოეული სამუშაო ადგილის შენარჩუნებისთვის აუცილებელია ხელისუფლების, მისი ყველა ორგანოს აქტიური მხარდაჭერა ამ სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის. ამის ნაცვლად ვხედავთ, რომ მცხეთის მერია ხელს უშლის მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბოლო 30 წლის განმავლობაში არსებულ გარე ვაჭრობას, სადაც 100-მდე ადამიანია დასაქმებული“, - განაცხადა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრმა გია ჟორჟოლიანმა პარლამენტში.
პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გუბაზ სანიკიძემ, რომელიც 2012 წლის მოწვევის პარლამენტში კოალიცია „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით გახდა პარლამენტის წევრი, შემდეგ კი, ახალი მოძრაობის დაფუძნებამდე, ნინო ბურჯანაძის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო, კვირას, „მთავარი არხის“ გადაცემაში - „მთავარი აქცენტები ნიკა გვარამიასთან ერთად“ - განაცხადა, რომ პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას, რომელსაც კალაძე და გომელაური ებრძვიან, „ყველაზე დიდი მსხვერპლშეწირვა“ ელოდება, რადგან „ძალიან სერიოზულადაა ეჭვმიტანილი ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ხახუნში“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.