შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თავისი ხელისუფლების ერთ-ერთი გავლენიანი პირი, უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია 2019 წელს „მთავარი არხის“ ეთერში ქართული ტრადიციების და ქრისტიანობის მოწინააღმდეგედ მოიხსენია და თქვა, რომ ბოკერიას „განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულება აქვს ქართული ტრადიციების და ქართული ტრადიციული ფასეულობების მიმართ“.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, გიორგი ვოლსკის უთხრა, რომ „შესანიშნავი შვიდეულის მთავარი წევრია“ და „თვალდახუჭული ისვრის დანასაც“, თუმცა მან აღნიშნა, რომ ვოლსკის „ბამბის ტყვიები“ ესროლა.
მთავრობა რაც უფრო ნაზად წააგებს არჩევნებს, მე გაცილებით უფრო კმაყოფილი ვიქნები. მე თვითონ მოტივირებული ვარ, რომ მთავრობამ შეასრულოს შეთანხმება, - განაცხადა „ტაბულას“ დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში გადაცემა „პოლიტმეტრში“.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, სადაც ინტერპელაციის წესით მივიდა, კომუნალურებსა და სესხების გადავადებებზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობის პირველი ამოცანა იყო, ადამიანებს მაქსიმალურად დახმარებოდა.
2012 წელს ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება გახლდათ 332 მლნ ლარი, დღეს კი ჯანდაცვის დაფინანსება არის 1 მლრდ 76 მლნ ლარი, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს პარლამენტში, სადაც ინტერპელაციის წესით მივიდა.
„მიუხედავად პანდემიისა, მიუხედავად იმ ეკონომიკური ამოცანებისა, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში დგას, ჩვენი ხელისუფლება მის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს და ღირებულებას - დემოკრატიას და პოლიტიკურ პროცესს არანაკლებ ყურადღებას უთმობს და ამისთვის საპარლამენტო განზომილება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, სადაც ის ინტერპელაციის წესით მივიდა.
მუდმივად ჩვენი ამორჩევა, როგორც შეტევის მთავარი ობიექტის, არის არასწორი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, – ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსს“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.