ესტონეთის მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროს 1500 ლიტრი სადეზინფექციო საშუალება გადასცა. ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის ცერემონიალს ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი პირადად დაესწრო. როგორც დიპლომატმა აღნიშნა საქართველოს მთავრობა ძალიან კარგად ართმევს თავს კორონავირუსთან დაკავშირებულ კრიზისს.
ვეცდებით, შევიმუშაოთ არჩევნების ისეთი წესი, რომელიც დაიცავს მოქალაქეებს ინფექციის გავრცელებისგან და ამავე დროს უზრუნველყოფს საარჩევნო უფლების სრულ რეალიზებას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლოპოტაზე, ელჩებთან შეხვედრისას ელჩებს პანდემიის პერიოდში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ზალკალიანმა განაცხადა, რომ დისტანციური ურთიერთობა გარკვეულ ბარიერებს აჩენს დიპლომატიაში და კარგია, რომ თანდათანობით უბრუნდებიან იმ ჩვეულ რეჟიმს, რასაც დიპლომატიაში პერსონალური ურთიერთობა ჰქვია.
პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ეკა ბესელიამ კანონპროექტის სახით, პარლამენტს ახალ ინიციატივას წარუდგენს, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებისთვის მსჯავრდებული პირების მიმართ ამნისტიას შეეხება.
"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები შეიძლება დეკემბერში ჩატარდეს. როგორც მან „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ეპიდემიის მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე, 31 ოქტომბრამდე პერიოდს.
მე ჩემს მეუღლესთან ერთად საკმაო ფინანსური რესურსი მაქვს დაგროვილი და შექმნილი ჩემს წინა ცხოვრებაში, შესაბამისად ვერავინ, ვერასოდეს ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ მე რაღაც 2012 წლის შემდეგ შევიძინე, - განუცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს, ქონებრივი დეკლარაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.
საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნის წინაშე დღეს არსებულ უმთავრეს გამოწვევად რჩება რუსული ოკუპაცია. მან აღნიშნა, რომ ურთულესი უსაფრთხოების გარემო ქვეყანამ წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიიღო და ყოველდღიურად უწევს ე.წ. ბორდერიზაციასთან გამკლავება.
სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას მადლობის წერილს უგზავნის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.