პოლიტიკა

მივდივარ ამერიკის საელჩოსთან მოთხოვნით, დაგვიბრუნეთ წართმეული თავისუფლება, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა, ემზარ კვიციანმა პარლამენტის სხდომაზე.

სრულად...

სამწუხაროდ, დღეს ისევ გვიწევს დავიწყოთ საუბარი ციფრებზე, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედეგად. დღეს ქვეყანაში ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გვაქვს. თითქოს ეს ბევრი არ არის, მეტიც გვქონია, მაგრამ ამ 8 შემთხვევიდან სამწუხაროდ, 3 გახლავთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, კერძოდ ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელი. სამწუხაროდ, 2 შემთხვევაში, წარმომავლობის თვალსაზრისით, ჯერ კიდევ გაურკვეველია პირველწყარო. ფაქტობრივად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ რეალურად საუბრები ეპიდემიის დამარცხებასთან დაკავშირებით, მინიმუმ, უკიდურესად ნაადრევია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაციის დაწყებისას. 

სრულად...

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით, გრძელდება ციფრული კამპანია „სოცირების 6 წელი საქართველოსთვის“. კამპანიის ფარგლებში, მხარდამჭერებთან ერთად ახალგაზრდებისთვის სამი კონკურსი მიმდინარეობს: ონლაინ საჯარო დებატები სკოლის მოსწავლეებისთვის, ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის და კვლევითი პროექტების კონკურსი ასევე სტუდენტებისთვის. 

სრულად...

„ერთმნიშვნელოვნად შემიძლია განვაცხადო, რომ ამ ცვლილებებს ნეგატიურად ვაფასებ მეც, ამ პოზიციაზეა ჩემი რამდენიმე კოლეგაც, და იმედია, სხვა კოლეგებიც კარგად გაიაზრებენ ამ ცვლილებების შინაარსს, ნეგატიურ მხარეს და შედეგებს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა, პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. 

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. 

სრულად...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი „რაღაცა ფოკუსის“ ჩატარებას შეეცდება, მაგრამ მან შესაძლოა მოლდოველი ოლიგარქის, პლახატნიუკის ბედი გაიზიაროს და მისივე მსგავსად აღმოჩნდეს სანქცირებული.

სრულად...

„მე სხვა პოლიტიკას ვაკეთებ, ვიდრე გიგა ბოკერია. არაფერი ჩვენ საერთო, გარდა იმისა, ვიდრე ოლიგარქი არის მოსაშორებელი ამ ქვეყნის მართვის სადავეებს, არა გვაქვს“, განაცხადა „რუსთავი 2“-თან საუბრისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

სრულად...

„ქართული ოცნების“ აქტიურ მხარდამჭერს, უფრო ადრე კი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების სახელმწიფო მინისტრს, კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას, გლობალური პანდემიის პერიოდში საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ სახელმწიფოსთვის გადასახდელი 4,5 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება ჩამოაწერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „TV პირველი“ ავრცელებს.

სრულად...

ყველანი გავერთობით, კინო ახლა იწყება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციური ძალების მიერ მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე შეთანხმებას.

სრულად...

„მე არ მინდა ბლოკი გიგა ბოკერიასთან და არ მინდა ერთობა შალვა ნათელაშვილთან იმიტომ, რომ ეს არ არის ერთობა. ეს არის მოჩვენებითი ერთობა“, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარასკევს, ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში, გადაცემა „სპექტრში“ სტუმრობისას.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი