ისეთი მჭიდრო თანამშრომლობა პარლამენტთან, როგორიც ჩვენ ბოლო 2 თვის მანძილზე გვაქვს, არასდროს გვქონია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მთავრობასა და პარლამენტს შორის თანამშრომლობაზე საუბრისას.
ივანიშვილის მიერ შემოღებული შეზღუდვები თავიდანვე იყო აბსურდული, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე და დასძინა, რომ საქართველოს მთავრობის გეგმა არის „ნელი ტემპის, გაუაზრებელი და აზიანებს ქვეყანას“.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავსტრიის პრეზიდენტს, ალექსანდერ ვან დერ ბელენს ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კელი დეგნანი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ. ინფორმაციას სუსი ავრცელებს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მთავრობაში განსხვავებული ფორმატით ჩაერთვება, – განაცხადა ბრიფინგზე „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, უკრაინის უმაღლესი რადას ქართული წარმოშობის დეპუტატმა დავით არახამიამ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ტელეფონით ესაუბრა.
30 აპრილს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ზალკალიანი განცხადებას ავრცელებს.
პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. საბჭოს წევრებმა ღონისძიებების შემდგომ შემსუბუქებასთან დაკავშირებით იმსჯელეს, რაც ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად განხორციელდება.
საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (International Budget Partnership) მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევის მიხედვით - 2019 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსში" საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგშია და მსოფლიოს 117 ქვეყანას შორის მე-5 ადგილს იკავებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.