საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ქ. ვენაში ვიზიტის ფარგლებში ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრს ალექსანდერ შალენბერგს შეხვდა. მინისტრებმა ვრცლად მიმოიხილეს და დადებითი შეფასება მისცეს ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.
ხელისუფლებას ტუზივით დაეცა ამ კორონავირუსის პიარი, - ასე ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის საშიშროებას.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ახალი რეზოლუცია მიიღო. რეზოლ უციაში2020 წელს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზეც არის ჩანაწერი.
ვენა- ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ქ. ვენაში ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს გენერალურ მდივანს ტომას გრემინგერს შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს ევროპის საბჭოსა და ეუთო-ს თანამშრომლობის საკითხები, გენერალური მდივნის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს და გამოითქვა ეუთოს მხრიდან აქტიური თანამშორმლობის მზაობა როგორც ეუთოს სივრცეში პრიორიტეტით განსაზღვრული საკითხების პოპულარიზაციაში ასევე ეფექტურ იმპლემენტაციაში.
რაც მე კადრებში ვნახე ამაზრზენია, ამას არ აქვს არანაირი გამართლება, იზორიას კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი შეფასება მექნებოდა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ ლევან იზორიას ძმასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი ჯეიმს რიში და ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი ლიდერი ჯინ შაჰინი საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი გახარიას მიმართავენ.
„ძალიან ბევრი წერილი მოვიდა ამერიკის კონგრესიდან, მაგრამ დღევანდელი წერილი, სენატორ რიშის და სენატორ შაჰინის ძალიან მძიმე საბრალდებო დასკვნაა ივანიშვილის რეჟიმისთვის“, აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ ახლახან გავრცელებულ ვიდეოში და დასძენს, რომ „საერთაშორისო თანამეგობრობა არის ჩვენ მხარეს, ივანიშვილი ბოლომდე გაკოტრებულია, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი არის ქართველი ხალხის გასაკეთებელი“.
კარგი იქნება, თუ ობიექტურად შევაფასებთ და ვიტყვით, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი იყო წარმატებული, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის ქვეყანაში შესაძლო გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების თვალსაზრისით ეფექტური ნაბიჯები გადადგა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველო არის განვითარებადი დემოკრატია, გვაქვს საკმაოდ მძიმე პოსტსაბჭოთა წარსული და ისიც ყველას კარგად გვესმის, რომ შეიძლება დაგვჭირდეს წლები რეფორმებისთვის, რათა ჩვენ დავუახლოვდეთ და შევესაბამებოდეთ იმ ევროპულ სტანდარტებს, როგორი ამბიციებიც ჩვენ გაგვაჩნია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ დონორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.