დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად გიორგი აბუთიძის კანდიდატურა წარადგინა.
რესპუბლიკელი კონგრესმენის დევინ ნუნესის განცხადებით, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და შეერთებული შტატები დაინტერესებულია განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და ურთიერთობების შემდგომი განვითარების პარალელურად. ამის შესახებ კონგრესმენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტთან შეხვედრაზე განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად 5-10 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში აშშ-ის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქ-ნი კელი დეგნანი და მისი თანმხლები პირები მიიღო.
გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) პრემიერ მინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის კომისიის კოორდინატორს 2019 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა.
მთელი ქვეყანა საშინელი ტრაგედიის მოწმე გახდა. ბაღდათში ამოიბუგა ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი, ფეხმძიმე დედა, ბებია და ეს არის ამ რეჟიმის, ამ ხელისუფლების უსულობის, უგულობის, მომხვეჭველობის, არადამიანურობის შედეგი, - „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბაღდათში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება, რომლის დროსაც ექვსი ადამიანი - ოთხი ბავშვი, ფეხმძიმე დედა და ხანშიშესული ქალბატონი დაიღუპა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, დიასპორის საკითხებში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის აპარატის მთავარ კომისარს ზარეჰ სინანიანს შეხვდა.
შეცდომა კი არ გაეპარათ, ის გაეპარათ, რომ ბათუ ქუთელია მიუთითეს, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი. თორემ, რეალობა იყო ასახული. საბოლოო ჯამში, ეს გაასწორეს, თუმცა საზოგადოების აღქმაში ვერ გასწორდება, რადგან მან ისედაც იცის, რომ ბათუ ქუთელია არავითარი „ენჯეო“ არ არის. ის არის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი – გონგო, ნაცი, შმაცი, ყველაფერი ამის ლუსტრაცია მოხდა, – ასეთი განცხაადება გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ, „ორიონ სტრატეჯის“ განცხადებასთან დაკავშირებით.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი სომხეთის უმაღლეს კომისარს დიასპორის საკითხებში ზარე სინანიანს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტი დღეიდან მუშაობას ოფიციალურად განაახლებს. საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა მიმდინარე კანონპროექტების განხილვას დაეთმობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.