თემურ ჭყონია სრული ნაძირალა. ახლა თავზე ენგრევა რეჟიმი და გამწარებული ეძებს ახალ პატრონს, თან ქველმოქმედის ნიღბით, - “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბიზნესმენ თემურ ჭყონიას შესახებ განცხადებას ავრცელებს.
ევროკავშირის ვიცე პრეზიდენტმა ფრანს ტიმერმანსმა ბრიტანეთს სასიყვარულო წერილი მისწერა, სადაც Brexit-ის გამო „ღრმა მწუხარებას“ გამოთქვამს. წერილი ბრიტანულმა გამოცემამ The Guardian-მა გამოაქვეყნა.
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა 21-ე საუკუნის სირცხვილია, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად 29 დეკემბერს დაგეგმილ სოლიდარობის აქციას.
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის’’ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან კულტურისა და სპორტის ნაწილის გამოყოფას და სისტემური, შედეგზე ორიენტირებული რეფორმების განხორციელებას ითხოვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მასშტაბით არასრულწლოვანთა სამმართველო ექნება; ჯანდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს კონკრეტულ გეგმას სოციალური მუშაკების ნაკლებობის აღმოსაფხვრელად; განათლების სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან ერთად, ფსიქოლოგთა ბაზას შექმნის; ხოლო იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს საკანონმდებლო წინადადებას, მართლმსაჯულების სფეროში მოწმის სტატუსით მოხვედრილი არასრულწლოვნების საქმეში ადვოკატის სავალდებულო წესით მონაწილეობაზე, - აღნიშნულ საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ნათია მეზვრიშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ ხელი მოაწერეს „იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის იაპონიის მოხალისეთა საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პროგრამის ნოტების გაცვლის გზით შეთანხმებას“.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის სვეტიცხოველში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვაზე მისვლას ეხმაურება და ამბობს, რომ „აღარ აქვს საზღვარი ფარისევლობას“.
ადამიანმა, რომელიც კანონს არღვევს, პასუხი უნდა აგოს, - ასეთი კომენტარი გააკეთა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე.
მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას აქვეყნებს და ამბობს, რომ ზურაბიშვილმა „აზერბაიჯანთან უკვე შექმნა პრობლემა და ახლა სომხეთთან ამწვავებს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.