ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის ირგვლივ კარგად ვხედავთ, რამდენად არაფრის მომცემია რუსეთთან ურთიერთობის ტექნიკური ფორმატები, დიალოგი და მოლაპარაკებები არ ნიშნავს დათმობას, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ ჟენევის ფორმატზე, ასევე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე საუბრისას.
გამოჩენილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მის მიერ დაფუძნებული პარტიის, „სახელმწიფო ხალხისთვის“ მეშვეობით ცდილობდა ხელისუფლების შეცვლას, თუმცა ვერც ერთი სადეპუტატო მანდატი ვერ მოიპოვა, არ გამორიცხავს, რომ მომავალ არჩევნებში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კვლავ პოლიტიკურ პროცესებში ჩაებას.
დღეს, 25 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება "იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის იაპონიის მოხალისეთა საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პროგრამის ნოტების გაცვლის გზით შეთანხმების" ხელმოწერის ცერემონია.
ჩრდილოეთ კორეის წესებით უნდათ, რომ საქართველო მართონ და ვერ ხვდებიან, რომ საქართველო ვერ გახდება ჩრდილოეთ კორეა, - განაცხადა „ტაბულას“ დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტს, როვნაგ აბდულაევს შეხვდა.
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა 2020 ფისკალური წლისთვის კონგრესის მიერ დამტკიცებულ ასიგნებათა კონსოლიდირებულ აქტს ხელი მოაწერა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხთან დაკავშირებით გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს როზმარი დიკარლოს ესაუბრა.
ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ლელა აქიაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ადამიანის უფლებების, ანტიდისკრიმინაციასა და თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციებთან.
აშშ-ის დეპარტამენტის მხარდამჭერი განცხადება არა მარტო სხვადასხვანაირად გაიგეს, სხვადასხვანაირად თარგმნეს კიდეც, რაც აშკარა მიკერძოებაზე მიანიშნებს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას. მის თქმით, რეალურად, დეპარტამენტის განცხადება არის საქართველოს მხარდამჭერი განცხადება და ეს ოპონენტებმაც კარგად იციან.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი და „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი საკრებულოში, სადაც გარემოს დაცვის კომისიის სხდომა მიმდინარეობდა, ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.