ნორვეგია ე.წ. სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმს ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის „უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს“. აღნიშნულის შესახებ განცხადებას „თვითერზე“ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლების წინადადება არასერიოზულია და არაფერს ცვლის, თუმცა ოპოზიცია მოლაპარაკებების გაგრძელებას გეგმავს.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.
აშშ-ის მთავრობა არ აღიარებს სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული რეგიონის დეფაქტო ხელისუფლებას და არც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილისადმი გამოტანილ დღევანდელი განაჩენის ლეგიტიმურობას, - აღნიშნულ განცხადებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.
„მოდით ფაქტებით ვისაუბროთ, მინდა ვთქვა, რომ კატეგორიულად არ ვიზიარებ ამ სტატიის პათოსს, როგორ შეიძლება საქართველო დაადანაშაულო კურსის ცვლაში რუსეთისკენ მიმართულების აღებაში. ის რეალური შედეგი რაც ჩვენ გვაქვს, აბსოლუტურად საწინააღმდეგოს მეტყველებს.“- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა.
თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა დასრულდა. შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კომენტარი გააკეთა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით.
დღევანდელი ფაქტი კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს ოკუპაციის რეალურ სახეს და იგი ცალსახად მიმართულია დაძაბულობის ესკალაციისკენ, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით.
ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობაში დატოვების უკანონო გადაწყვეტილება კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე შექმნილ ისედაც რთულ ვითარებას, უსაფრთხოების და ჰუმანიტარული თვალსაზრისით და მიზანმიმართულად უშლის ხელს სამშვიდობო მოლაპარაკებებში რაიმე პროგრესს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ შაფთაი ცურთან.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი კრემლის პატიმარია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.