"სად ხართ ეროვნული ცნობიერების პიროვნებებო, ჯგუფებო, ორგანიზაციებო, პარტიებო, განა არ იცით, რომ ქვეყნის ქოც-ნაცებისგან გადარჩენა მხოლოდ ხელისუფლებაში ეროვნული ძალების მოსვლით არის შესაძლებელი?!"
გერმანული საარჩევნო მოდელი საქართველოს კონსტიტუციას არ ესაბამება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.
ექიმის დაპატიმრება, რომელიც განსაცდელში მყოფ ადამიანებს ეხმარება, არის გაუგონარი ბოროტება, – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს გამოეხმაურა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ვიცე- პრემიერებთან და მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდნენ.
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით გამართვის თაობაზე პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების კენჭისყრამდე გუნდში სერიოზული პრობლემა და დაპირისპირება იყო და არსებობდა „ძალიან დიდი ალბათობა იმისა, რომ უმრავლესობა დაშლილიყო“ და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, რომ „თავისუფალ კენჭისყრაზე დაყენებულიყო ეს გადაწყვეტილება“.
მნიშვნელოვანია, რომ თანასწორობის გაგება დავიყვანოთ პრაქტიკულ ღირებულებამდე და ავსახოთ ის ყველა იმ საჯარო პროგრამაში, საჯარო დოკუმენტსა თუ სტრატეგიაში, რომელზეც ჩვენ ყველა ერთად ვიმუშავებთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილმა, თანასწორობის კვირეულის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
ახალგორის დეფაქტო სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით გამართვის თაობაზე პარლამენტში 14 ნოემბერს ჩაგდებული საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ქუჩაში გამოსულმა ოპოზიციამ საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინა და ასეთ პირობებში, სადაც „გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, ირმა ინაშვილი და ნინო ბურჯანაძე ერთ ხაზში ხელიხელჩაჭიდებული დგანან“, „ოცნებამ“ შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნებზე არა 60, არამედ 90 პროცენტიც კი მიიღოს.
ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზე პასუხისმგებლობას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ. მან აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.