რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი სიცრუეს უწოდებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გაფრინდაშვილი 2008 წლის ომში მონაწილეობდა, როგორც სამხედრო ექიმი. ირინა გაფრინდაშვილის თქმით, მამამისი აგვისტოს ომის დროს ღუდუშაურის საავადმყოფოში მუშაობდა და მკურნალობდა როგორც ქართველებს, ასევე ოსებს და რუსებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ბრიუსელს ეწვევა, სადაც 20 ნოემბერს, ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მირჩა ჯოანთან, ასევე ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრებს გამართავს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კახაბერ ოქრიაშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობის 99% საარჩევნო სისტემებში ვერ ერკვევა და არ იცის ერთმანეთისგან რით განსხვავდება მაჟორიტარული და პროპორციული სისტემა.
თავისუფალი, წარმატებული და ძლიერი ბიზნესი მნიშვნელოვანია, როგორც ახალი, დამატებითი სამუშაო ადგილების შემქმნელი, ასევე, როგორც ქვეყნის განვითარების ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრისას.
შეკითხვა „ვინ გასცა ბრძანება" მეორდება. ადრე ის, რაც ხდებოდა იყო პასუხისმგებლობა ჩემი, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, დღეს ჩემი პასუხისმგებლობაა, როგორც პრემიერ მინისტრის. სხვაობა ამაში საერთოდ არაფერი არ არის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, ჟურნალისტებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი და ბიზნეს ასოციაციის წევრები ახლად დანიშნულ ბიზნესომბუდსმენთან, მიხეილ დაუშვილთან პირველი შეხვედრას მართავენ.
ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ დირექტორთან, მარტინ შუეპთან და ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ოპერაციების კოორდინატორთან, ერიკ დანიელ ბუნსკოგთან.
მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, – აღნნიშნულის შესახებ განცხადებას მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის სახელით დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მე ვარ ადამიანი, რომელსაც სახელმწიფომ გადაუარა, მაგრამ დღევანდელ დღეზე უფრო მეტად შეურაცხყოფილი ვიყავი ორი დღის წინ, როდესაც პროპორციული არჩევნები წავგვართვა უმრავლესობამ და ახლა უბრალოდ ფაქტის კონსტანტაცია მოხდა ღიად, თორემ ჩვენ გადაგვიარა ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ, - განაცხადა მწერალმა და სამოქალაქო მოძრაობის წევრმა, გენრი დოლიძემ, რომელიც გუშინ აქციის დაშლის დროს სპეცრაზმის წინ დაწვა.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 57 პროცენტის კეთილგანწყობით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე სარგებლობს, მეორე ადგილზეა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე – 49 პროცენტით, მესამეზე კი „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი – 47 პროცენტი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.