იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ „„როცა იწყებ ვარდებით და ასრულებ ბოქლომებით, ეს რა თქმა უნდა ძალიან მძიმე, გაკოტრებულ რეჟიმში მყოფი პოლიტიკური ძალაა“. მან აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება შერეული სისტემა, რომელიც არსებობს, სადაც არიან მაჟორიტარი და პარტიული სიით არჩეული დეპუტატები.
ჩვენთვის სამართლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური საგადასახადო სისტემა არის პრიორიტეტი,- განაცხადა პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.
მთავრობის ადმინისტრაციის მთავარი შესასვლელის ბოქლომით ჩაკეტვას აპირებენ ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები, რომლებიც დილიდან შეკრებილი არიან მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე და აპროტესტებენ სასამართლოს მიერ აქციის მონაწილეებიდან 10 პირისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას.
ოქრიაშვილმა თქვა გულწრფელად რასაც ესენი ფიქრობენ - დებილები ხართო თქვენ, თქვენ ვერ ხვდებით პროპორციული არჩევნები როგორ განსხვავდება მაჟორიტარულისგან, იმიტომ, რომ დებილები ხართო, ასე არ თქვა სიტყვა-სიტყვით? ამ ხალხის გამტყავებელმა ხომ დებილი გვიძახა?! - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების საკითხზე საუბარი გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან მიროსლავ ლაიჩაკთან და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან როზმარი დიკარლოსთან.
უკრაინის უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის თებერვალში ოდესის ექს გუბერნატორის მიხეილს სააკაშვილის პოლონეთში გაძევება კანონიერად ცნო. ინფორმაციას სასამართლოს პრესსამსახური Facebook-ის გვერდზე ავრცელებს.
გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ღია დებატის ფარგლებში, თემაზე- „ შერიგების როლი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში."
იმედი მაქვს, ყველა აიღებს თავის წილ პასუხისმგებლობას, როგორც პოლიტიკური მოთამაშე საქართველოში, - განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შეფასებისას.
პარლამენტთან მიტინგი დღეს აღარ გაიმართება. საავტომობილო გზა რუსთაველის გამზირზე გახსნილია.
„სააკაშვილის მიერ არაერთგზის დაანონსებული რევოლუციური გზა მათთვის ერთადერთია წარმატების მისაღწევად. ეს ეჭვები ე.წ. „გერმანული მოდელის“ შემოთავაზებამ გამიმყარა, როცა ზუსტად იციან, რომ იგი კონსტიტუციას არ შეესაბამება და საზოგადოებას კვლავ ატყუებენ და ბარიკადებისაკენ მოუწოდებენ“, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ვოლსკი საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს „ფეისბუქზე“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.