საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოფელ იკოთის მკვიდრ მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით შექმნილ ვითარებას, რომელიც მისი განცხადებით უმთავრეს გამოწვევად რჩება. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით მომხდარი მკაცრად დასაგმობია და შემთხვევის თაობაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქმის კურსში ჩააყენა საერთაშორისო თანამეგობრობა. დავით ზალკალიანის განცხადებით საქართველო მიმართავს მაქსიმალურ ძალისხმევას აღნიშნული პრობლემისა მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციისთვის.
რამდენიმე საათის წინ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა აღიარა თურქეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდი და ამით სომხურმა სახელმწიფომ მიიღო სამუდამო ხელშეუხებლობის გარანტია. სომხური გენცოდი გრძელდებოდა რამდენიმე დღე, 1915 წელს, სამწუხარო შედეგებით. ქართველთა გენოციდი გრძელდება ათასწლეულები და ის ახლაც მიმდინარეობს გაგრაში, გალში, ტყვარჩელში, ლიახვში, ატოცში, ნიქოზში, ახალგორში, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის საქმით დგას იქ, სადაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ხალხს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას წყალტუბოს აღორძინების შესახებ.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს პოლიტიკისა და სამშვიდობო საკითხებში, როზმარი დიკარლოს შეხვდა.
ჰაკერს კარგი იუმორი ჰქონია, ვინაიდან, მიშას დაბრუნების შიში ისედაც არსებობს და ახლა მაღალჩინოსნებს კომპიუტერებში მიუვიდათ, – განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ დღეს განხორციელებულ კიბერშეტევაზე საუბრისას.
ცენტრალური საარჩევნო კომისია ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.
27 ოქტომბრის შუალედური არჩევნების ყველა პროცედურა დასრულებულია. არჩევნები შვიდივე საარჩევნო უბანზე მშვიდ გარემოში და კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები იმართება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის, ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემებში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.