„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია „ქართული მარშის“ ლიდერის სანდრო ბრეგაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემქმნელები „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობაა“.
6-7 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროში გაიმართა სამთავრობო კონსულტაციები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომლის დასრულების შემდეგაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის უფროსმა, ქარინ იარ დე გერერომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ფინანსური თანამშრომლობის შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან გამშვები პუნქტების გახსნასთან დაკავშირებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მიხეილ ბატიაშვილმა განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრის თანამდებობის დატოვების თხოვნით მიმართა.
საქართველოს ოკუპაცია ლეიბორისტებმა კიდევ ერთხელ, სოფ ოძისთან გააპროტესტეს, საიდანაც სულ რამდენიმე კილომეტრში ჩანს რუსი ოკუპანტების სამხედრო ბაზა.
ანალიტიკოს ნიკა ობოლაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ტყუის, როდესაც ამბობს, რომ იგი არ აკეთებს ფულს საქართველოში, რადგან, როგორც მან „მთავარი არხის“ ეთერში თქვა, საქართველოში ყველა მსხვილ ბიზნესს სწორედ ივანიშვილი აკონტროლებს, გარდა ამისა, მის ყულაბაში მიდის ე.წ. ატკატები უმსხვილესი ბიუჯეტის მქონე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან და ჯამში, ამ ყოველივეს წყალობით, ბიძინა ივანიშვილი ყოველწლიურად 2-3 მილიარდი ლარის შემოსავალს იღებს.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ახალი საფრთხეების გარდა, საქართველოს მთავარი და ყოველდღიური გამოწვევაა ოკუპირებული ტერიტორიები და ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე კონტროლის არ ქონა.
„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოში განვითარებული მოვლენების უკან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დგას, არის მისი პროვოცირებული და ამის შემდეგ ივანიშვილის პატრიარქთან მისვლა „იუდას ამბორი“ იყო.
ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზნად დარჩება მანამ, სანამ ქართველ ხალხს სჯერა ევროპის. ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ ევროპის კარზე კაკუნს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელთან დაკავშირებით შვედეთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გამოსვლისას.
საქართველოს პარლამენტის წევრმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა, ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე 57 მონაწილე ქვეყნის დიპლომატებს სიტყვით მიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.