პოლიტიკა

27 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები გაიმართება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში. საკრებულოების შუალედური არჩევნები ჩატარდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში, ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის თემსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში. 

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია მეუფე იაკობის ინტერვიუზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრა არ გამართულა. პრემიერი ასევე აღნიშნავს, რომ მას პატრიარქის წინააღმდეგ ნაბიჯი არასდროს გადაუდგამს.

სრულად...

გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური „მეჩალიჩებოდნენ“, პატრიარქი გადავაყენოთო, - განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა „ტვ პირველის“ ეთერში.

სრულად...

მოგვეთხოვება მაღალი ხარისხის სერიოზულობა, თანმიმდევრულობა და რაც მთავარია პასუხისმგებლობა, რომ ვებრძოლოთ ოკუპაციას და ეს გავაკეთოთ ისე, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ აღმოჩნდეს რაიმე ტიპის რისკის ქვეშ, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

სრულად...

დღეიდან სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეს ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახანძრო-სამაშველო შენობა მოემსახურება. ახალი შენობა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. 

სრულად...

საქართველოსა და პოლონეთის თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებული იმპლემენტაცია და  განვითარების პერსპექტივები, ასევე პოლონელი სამხედროების აქტიური მონაწილეობა საქართველოში გამართულ მრავალეროვნულ სწავლებებში - ის საკითხები იყო, რაზეც საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრებმა ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე ისაუბრეს.     

სრულად...

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების უკანონო დაკავება წარმოადგენს ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას. მიუღებელია მისიის საქმიანობისათვის ხელის შეშლა, რამდენადაც ის წარმოადგენს მონიტორინგის ერთადერთ საერთაშორისო და ქმედით მექანიზმს და იძლევა ობიექტურ ინფორმაციას საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე.“- განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა, 24 ოქტომბერს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების შეიარაღებული ძალების მიერ, ევროკავშირის მისიის შეუიარაღებელი პატრულის დაკავების შესახებ.

სრულად...

„ჰერიტიჯის ფონდის“ დუგლას და სარა ელისონების სახელობის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი გამოდის ინიციატივით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ჯარები, რომლებიც სირიას ტოვებენ, საქართველოში, კერძოდ ახალქალაქში განთავსდეს და „ჰორიზონტს მიღმა“ განთავსებულ ძალად იქცეს იმისთვის, რომ „ისლამური სახელმწიფოს" აღდგენის შემთხვევაში რეაგირება სწრაფად მოახდინოს.

სრულად...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ის უახლოეს დღეებში კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.

 

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება. შეხვედრის მთავარი თემა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებია.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი