პოლიტიკა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა.

სრულად...

დავით ზალკალიანის განცხადებით საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები დღესდღეობით უმაღლეს ნიშნულზეა და საქართველო სარგებლობს აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ორპარტიული მხარდაჭერით, რაც გასული პერიოდის განმავლობაში აისახა, როგორც  უმაღლესი და მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების დინამიკით, ასევე, აშშ-ის საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ მიღებული მხარდამჭერი საკანონმდებლო აქტებით; მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მე-10 წლისთავისადმი მიძღვნილ ერთობლივ დეკლარაციაზე, რომელიც თავისი შინაარსით მნიშვნელოვანი დოკუმენტია  და განსაზღვრავს თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტებს ყველა მიმართულებით.

სრულად...

საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილი დაამტკიცა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას დეპუტატებმა 85 ხმით მხარი დაუჭირეს. გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ექვსი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

სრულად...

„როგორც მაშინ, ისე დღესაც, ვიყავი და ვარ დარწმუნებული, რომ ეს შეხვედრა იყო დროული, საჭირო და აქტუალური“- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში სამთავრობო საათზე,  გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შესახებ საუბრისას.

სრულად...

„მსურს ჩემი ქვეყნის მოსახლეობისთვის საგარეო უწყება და პირადად მე ვიყო მინისტრი, რომელიც მათ ოჯახებში მოიტანს მშვიდობას და არა შეიარაღებულ კონფრონტაციას, სტაბილურობას და არა ესკალაციის მუდმივ საფრთხეს, გააზრებულ ნაბიჯებს და არა სპონტანურ გადაწყვეტილებებს, შეუქცევად ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მომავალს. ამისათვის გადავდგამ ყველა საჭირო ნაბიჯს, პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკის მიუხედავად, რადგან ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი მოსახლეობის მანდატით და ჩვენს უკან დგას ჩვენი ქვეყანა, რომლისთვისაც ახლა უმთავრესია მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, რაც, როგორც თავად ხედავთ, ასეთი აქტუალურია მთელი მსოფლიოსთვის” - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში სამთავრობო საათზე სიტყვით გამოსვლისას.

 

სრულად...

მე მინდა, კახა კალაძეს მივმართო - ეს არ არის პოლიტიკოსის ენა, არც კაცური ენაა, მისგან ეს შეურაცხყოფა მე არ მიმიღია, იმიტომ, რომ უბრალოდ ვერ ვიღებ ასეთი ადამიანისგან ასეთ შეურაცხყოფას, -  ასე გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძე თბილისის მერის კახა კალაძეს განცხადებას, სადაც კალაძემ აღნიშნა, რომ  მამუკა ხაზარაძეზეს „არც ნამუსი და არც ზნეობა არ გააჩნია“.

 

სრულად...

საქართველოს ნატო-ში ”გერმანული მოდელის” მიხედვით გაწევრიანების იდეა უნდა განიხილებოდეს და შეიძლება წინ გადადგმული ნაბიჯი იყოს, – ასეთი მოსაზრება უკრაინულ ტელეკომპანია ჰრომასკოესთან საუბრისას ამერიკელმა დიპლომატმა და ნატოს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ გამოთქვა.

სრულად...

საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლობის ინიციატივითა და ორგანიზებით ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

სრულად...

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დასანიშნად წარმოდგენილი გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა განიხილეს.

სრულად...

საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ. უმრავლესობას კითხხვები ყვევლა იმ საკითხთან დაკავშირებით დაუსვამენ, რაც მსსოფლიო დღის წესრიგში საგარეო მიმართულებით დგას. კითხვები იქნება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო განვითარებული მოვლენებზეც.

 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი