საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომის 11-ე წლისთავთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ისტორიაა საქართველოს არსებობის მანძილზე. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთმა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა ვერ შეძლო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, ვლადიმერ კონსტანტინიდი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის შეხვედრის შესახებ კომენტარს აკეთებს
2019 წლის 7 აგვისტოს 11 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისა და საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის შემდეგ, - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
6 აგვისტოს 20:00 საათიდან ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ადმინისტრაციული საზღვარი დროებით ჩაიკეტა. აღნიშნული განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა Facebook გვერდზე გუშინ გამოაქვეყნა.
მივესალმებით ნებისმიერ აქტივობას კონსორციუმის მხრიდან, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტის წარმატებით დასრულებას გამოიწვევს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას.
ამ პროგრამით და სხვა ნაბიჯებით, რომელიც უახლოეს მომავალში გადაიდგმება, მოგვეცემა საშუალება, თამამად განვაცხადოთ, რომ ჩვენი პენსიონერებისთვის და სხვა მოქალაქეებისთვის, მედიკამენტების შეძენის ხარჯი იქნება მინიმალური,- განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს თბილისის საკრებულოში იმ პროგრამის წარდგენისას, რომლის მიხედვითაც პენსიონერები, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის 1 ლარად შეძენას შეძლებენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2019 წლის 4 აგვისტოს ქალაქ კაიროში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, რომელსაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
1990 წლიდან საქართველოში არ შეცვლილა ხელისუფლება კონსოლიდირებული ძალისხმევის გარეშე, - განაცხადა "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ "თამარ ჩიხლაძის დღის ამბებში" საუბრისას. როგორც კაციტაძემ აღნიშნა, ის ეწინააღმდეგება საარჩევნო ბლოკების აკრძალვას. მანვე აღნიშნა, რომ ბლოკი ბარიერის გადასალახი საშუალება არ არის და ის არჩევნების პერიოდში პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობის ფორმაა.
მინისტრი უკვე პოლიტიკური მძორია და ქართულ ოცნებას უწევს მისი თრევა, - ასე დაახასიათა საპროტესტო აქციის „სირცხვილია“ ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.
ვინაიდან, ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებამ გააკეთოს უფრო მეტად ინფორმირებული არჩევანი და კონკრეტულ ხედვაზე დაფუძნებით მიიღოს გადაწყვეტილება - რომელ პარტიას დაუჭიროს მხარი, ალბათ ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს დამოკიდებულია კონკრეტული პარტიის იდეოლოგიასა და ხედვაზე, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა "ტელეკომპანია პირველის" ეთერში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.