„ეს იყო თავდასხმა პირდაპირ და პოლიციას რა უნდა გაეკეთებინა? რომ გაჩერდით ბიჭებო, ახლა უნდა გაგაფრთხილოთო? ეს ასე არ ხდება“, - ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა დასუფთავების ახალი ტექნიკის პრეზენტაციის შემდეგ მედიასთან გააკეთა.
ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური აცხადებს, რომ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ 20-21 ივნისის საპროტესტო აქციაზე ძალის ზედმეტი გამოყენება სპეციალურად მოხდა და ამაში „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სისტემაში დასაქმებული სამართალდამცველები იყვნენ ჩართულნი.
„ჩვენ არა მხოლოდ დავთანხმდით 2020-ში პროპორციული არჩევნების ჩატარებას, არამედ კიდევ უფრო მეტი შევთავაზეთ პოლიტიკურ პარტიებს და ვთქვით, რომ მზად ვართ, ნულოვანი ბარიერით ჩავატაროთ ეს არჩევნები“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „იმედის“ პირდაპირ ეთერში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად იყო საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი გაეუქმებინა, თუმცა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, როცა „სააკაშვილის სკოლის რადიკალებმა 20-21 ივნისის საპროტესტო აქციების ანტირუსული მიმართულებით წარმართვა შეძლეს“ - აღნიშნული საკითხი გადაიდო.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ 20 ივნისს საზოგადოების და სტუდენტების აბსოლუტურად გულწრფელმა და სამართლიანმა პროტესტმა, შემდგომში „აბსოლუტურად ისტერიული სახე და არცთუ მისაღები ფორმა მიიღო“.
თბილისის მერმა კახა კალაძემ 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით, ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ გუნდს თანამდებობიდან წასვლა თავად შესთავაზა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.