რომან კაკულია საპარლამენტო უმრავლესობაში რჩება, - ამის შესახებ თავად დეპუტატმა განაცხადა, თუმცა ის მმართველ გუნდში მის საკითხზე მსჯელობას ლოგიკურად მიიჩნევს.
თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი კახა კალაძეს „მედროვე ადამიანის ნათელ მაგალითს“ უწოდებს და აცხადებს, რომ იგი წინა ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ამბობდა, რომ ოპოზიციას უნდოდა არეულობა და დღესაც იმავეს ამბობს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს. დღის წესრიგი უკვე შეთანხმებულია, მხარეებმა დღეს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი უნდა განიხილონ. შეხვედრის დაწყების წინ რუსეთის მიმართ საქართველოს მთავარი მოწოდებაა, რომ რუსეთმა ექვსპუნქტიანი გეგმის შესრულება დაიწყოს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ დაასახელა ის პოლიტიკური ძალები თუ ვისთან არ შევა „ქართული ოცნება“ კოალიციაში 2020 წლის პარლამენტში. „ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა შეხვიდე კოალიციაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“, – თქვა მან საქართველოს პირველი არხის გადაცემაში - „თავისუფალი ხედვა“.
თბილისში, პარლამენტის შენობასთან 20-21 ივნისის საპროტესტო აქციისას დაშავებული დემეტრე ნაყოფია, რომელსაც თვალი და თავი დაუზიანდა, თუმცა ექიმებმა მისთვის თვალის შენარჩუნება შეძლეს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს იხსნენებს და ამბობს, რომ პოლიციამ პარლამენტთან დარჩენილ დემონსტრანტების მცირე ჯგუფს ფარები ააფარა „შემოდითო, პირბადეები, ეს ყველაფერი მოგვიწყვეს, უპრობლემოდ და დაგვიცვეს, მართლა დაგვიცვეს. თავისი მოვალეობა შეასრულეს პირნათლად“.
ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ რომან გოცირიძე საქართველოში ხელისუფლების შეცვლის უმთავრეს წინაპირობად ბლოკების არსებობას მიიჩნევს და აცხადებს, რომ საქართველოში არასდროს შეცვლილა ხელისუფლება ბლოკების გარეშე.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ პარტიების დაფინანსების წესსა და სხვა საკითხებზე მსჯელობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში მოხდება, დაფინანსების თაობაზე კი ლოგიკური კავშირი უნდა არსებობდეს, რადგან, როგორც ვოლსკი მიიჩნევს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკმაოდ დიდი თანხები ისეთ პარტიებს მიაქვთ, რომელთაგან საზოგადოება არც პიროვნებებს იცნობს და არც ამ პარტიების სახელი გაუგია.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გახმოვანებულ ინიციატივას, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების გზით 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით და 0%-იანი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს და ამ მიმართულებით პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების დაწყებას, მიესალმება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია დღეს სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს გამოეხმაურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.