„საიდან გვაქვს ასეთი მყარი მხარდაჭერა მე და ჩემს პარტიას საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებში?“ - ეკითხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ მეშვეობით ნიჰილიტურად განწყობილ ქართულ საზოგადოებას მას შემდეგ, რაც ამერიკაში გენეტიკური ტესტის შედეგები გამოაქვეყნა და თავადვე პასუხობს:
„70-იან წლებში, როდესაც პირველად შევხვდი საფრანგეთის იმდროინდელ პრეზიდენტს, როგორც ფრანგი დიპლომატი, განსახილველი საკითხის ნაცვლად საუბარი საქართველოზე დავიწყე“, აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საფრანგეთში ვიზიტად იმყოფება და შეხვედრას გამართავს ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.
საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით აცხადებს, რომ „ძალიან ცუდია, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პოლიტიკური სპეკულაციები, რომ ამ ფაქტს კავშირი აქვს ანაკლიის პორტთან“.
„ნებისმიერ ერს, ნებისმიერ ხალხს და ბრბოსაც სხვათა შორის, აქვს უფლება აჯანყების. მორჩა და გათავდა. თქვენ ვინა ხართ ხალხო? შაჰ აბასს ავუჯანყდით და თემურ ლენგს ვუჯანყდებოდით და მონღოლებს ვუჯანყდებოდით და ვის არ ვუჯანყდებოდით და ცხვირ-პირსაც ვამტვრევდით სერიოზულად. გამოვიდა ეს [ივანიშვილი] ჯალალედინი, მოაჯდა ქალაქს, ყველაფერი მისია. რასაც იკითხავ - იმისია, იმისია... იმისია იმისია. დაუკვირდით, რაც მისია, ყველაფერი გაჩერებულია", განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მამუკა ხაზარაძისადმი „ერთ-ერთი ეჭვიანობის მომენტი ესეც [პოლიტიკაც] იყო, ვინაიდან ძალიან კარგად ვიცით, რომ 100 დეპუტატისა და მთავრობის თანდასწრებით კვირიკაშვილს უსაყვედურა, რომ თურმე ხაზარაძე აფინანსებდა ქუჩის აქციებს რუსთაველზე, რაც აბსურდია რა თქმა უნდა, და დაადანაშაულა ამ აქციების დახმარებასა თუ თანაგრძნობაში“, განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ „TV პირველის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას.
2008 წელს საქართველოს და შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ სრულიად გამოუთხარა ძირი უსაფრთხოებას და მშვიდობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ თემატურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა.
ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების არჩევანი არ არის მხოლოდ პოლიტიკური; ეს ჩემი ერის ცივილიზაციური და ღირებულებებით გაჯერებული არჩევანია, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ნატო-ს გაფართოების საკითხებისადმი მიძღვნილ მრგვალ მაგიდაზე შეკრებილ სტუმრებს.
საქართველოს მონტენეგროს პრეზიდენტი ეწვევა. მილო დუკანოვიჩმა პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის მიწვევა მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღო.
საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.