„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის აზრით, დაგროვებითი პენსიის სისტემასთან დაკავშირებით, არ არსებობს გარანტია, რომლის მიხედვითაც 20-30 წლის შემდეგ დაგროვებული პენსია უკან დაბრუნდება.
ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" დაგროვებითი პენსიის შეჩერებას და მათ მიერ შეთავაზებული დაგროვებითი პენსიის მოდელის განხილვას ითხოვს. საკანონმდებლო ინიციატივა დღეს ბრიფინგზე ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრებმა, სერგი კაპანაძემ, ირმა ნადირაშვილმა და ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააცნეს მედიის წარმომადგენლებს.
„გუშინ, ის რაც მოაწყო ივანიშვილმა, მართლაც გააოცა ევროპა, ევროპის შუაგულში“, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბელგიის ქალაქ ლიეჟში ქართველ ემიგრანტებთან გამართული შეხვედრის შეფასებისას.
ბელგიის ქალაქ ლიეჟში საქართვლოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ქართველი ემიგრანტების შეკრებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას „ერთიანი ნაციოანალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი ეხმაურება და ამბობს, რომ კობახიძემ თავისი განცხადებით დაადასტურა, რომ ხელისუფლებისგან ორგანიზებული ზონდერ-ჯგუფები, ლიეჟში ემიგრანტების შეკრებას ხელს უშლიდნენ.
მე ვიცი, რომ ვარ ბიძინა ივანიშვილის მხარეს იმიტომ, რომ ის არის გუნდის ლიდერი" ასე უპასუხა საკანონდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა პირმა ჟურნალისტების შეკითხვას, თუ ვის მხარეს არის ბიძინა ივანიშვილი „ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩაკთან რომელიც ოფიციალურ ვიზიტად საქართველოს გუშინ ეწვია.
„რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, ვადასტურებ, რომ ეს არის ძალიან ამორალური საქციელი. მისი გადამღებიც, გამავრცელებელიც, ჩემი აზრით, იმსახურებს უმკაცრეს სასჯელს", ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას.
„ჩვენ უნდა ჩავიხედოთ სიღრმეში, რას გამოიწვევს ამ კანონპროექტის ამოქმედება სასამართლოს სისტემაში”, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ 9 დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას.
„პოლიტიკური მაწანწალა“ უწოდა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს გადაცემა „იმედი ლაივში“ და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის ძირგამომთხრელი საქმიანობის უკან „დგანან პოლიტიკური ძალები, როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში“.
საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარე ბელგიის ქალაქ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილისა და ქართველი ემიგრანეტის შეხვედრას გამოეხმაურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.