საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროკავშირის პრეზიდენტებს შეხვდება. აღნიშნულის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და ამბობს, რომ „ეს უბედურება პირდაპირი შედეგია კორუფციის და განუკითხაობის, ყველაფრის ჩამოშლის. მათ შორის, ყაზტრანსგაზის, რომელიც კალაძეს გადაუფორმა პირად საკუთრებაში ივანიშვილმა, არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ“.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ თუკი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ვაღიარებთ, არსებობს საშიშროება, გაბრაზებულმა რუსეთმა სოხუმისა და ცხინვალის ეკლესიების დამოუკიდებლობა აღიაროს, მაშინ როცა, ეს ეკლესიები დღეს საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის დაქვემდებარებაში არის.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიიჩნევს, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით მთავარი საკითხი უნდა გადაწყდეს ქართული ეკლესიის ფარგლებში, ხოლო სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საქმიანობაში.
საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებს ათონელის სასახლეში შეხვდა, სადაც მისიის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
კახა კალაძემ მოუწოდა მოადგილეებს, გამგებლებს და თავის დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურებს მაქსიმალურად შეებრძოლონ კორუფციას, რადგან ამ მიმართულებით „არანაირი უკანდახევა არ იქნება“.
საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ბახტაძეს ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში უმასპინძლა.
საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ ფრაქციის წევრები: ბიძინა გეგიძე, კობა ნაკაიძე და ზაზა პაპუაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორ არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძესა და ნაზი ჯანეზაშვილს შეხვდნენ.
„მიუღებელია ქალბატონი ზურაბიშვილის პოზიცია, გაიშვიროს ხელი ეკლესიისკენ და მას დააკისროს პასუხისმგებლობა საკუთარ პოზიციაზე. ისინი [ხელისუფლება] არიან ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე, გასცენ პასუხი რა პოზიცია აქვთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტი სენატის პრეზიდენტ ჟერარ ლარშემთან შეხვედრით დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.