სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში, პირველი სამუშაო ვიზიტი, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე დასწრებით დაასრულა, რომელიც ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მუდმივი წარმომადგენლების დონეზე გაიმართა.
„საქართველოს გზა ნატო-ში ინტეგრაციისაკენ ქართველი ერის, საქართველოს მოსახლეობისა და ჩვენს არჩევანს ასახავს. ჩვენი გზა ინტეგრაციისაკენ ძალიან წარმატებულია, რამაც უზრუნველყო საქართველოს მეტი უსაფრთხოება, მისი თავდაცვის ძალების მეტი მზაობა და მოდერნიზაცია“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ვიზიტისას, ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტ ანტონიო ტაიანის შეხვდა. შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებისპერსპექტივებსა და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ყურადღებით აკვირდება ამ მოვლენების განვითარებას, რადგან მიაჩნია, რომ ისინი პირდაპირ კავშირშია მის ევროპულ ინტეგრაციასთან.
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს მარტში ეწვევა. აღნიშნულის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინის შეხვდა.
კალაძე რომ კორუფციაზე დაიწყებს ლაპარაკს, უბრალოდ სირცხვილია“, განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ კახა კალაძის საპასუხოდ, რომელმაც მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის ყოფილ მერს, უგულავას კორუმპირებული უწოდა.
კორუმპირებული გიგი უგულავა, რომლის მერობისას გაცემული ბევრი ნაღმი აგვიფეთქდა უკვე, არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყო ქალაქის მერი, განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“მშენებლობის თაობაზე უგულავას მერობის დროს გაცემული უვადო სპეცნებართვაზე საუბრისას.
ჩემი პრეზიდენტად არჩევა ევროპის მხარდაჭერის გამოხატულება იყო, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს შეხვდა. დონალდ ტუსკმა სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ აფასებს საქართველოს პრეზიდენტის ძალისხმევას ქვეყანაში არსებული სოციალური და პოლიტიკური გამოწვევების გასამკლავებლად.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ბრიუსელში საქართველოს პრეზიენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრეს და ხაზი გაესვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.