„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ საზოგადოებამ გუშინ „ზონდერების საქმეში მოქმედების ახალი ამსახველი ვიდეოკადრები“ იხილა, სადაც ჩანს „საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი შეიარაღებული, ზონდერისთვის დამახასიათებელი, რკინის ჯაჭვით აღჭურვილი, რომელიც ძალადობს ათასამდე ადამიანის თანდასწრებით, ძალიან ცნობილ ახალგაზრდა მოჭიდავეზე“.
„ამ გაჭირვებული ხალხის გამოძევევას გერმანიამ, იქნებ მათი სამშობლოდან გამძევებელ, მათივე ანუ ევროკავშირის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის მიერ, ჩვენგან ართმეული მილიარდიანი აქციები დაბლოკოს თავის ეკონომიკაში. მერე აღარ იქნება ამდენი გამქცევი საქართველოდანაც“, წერს Facebook-ზე, სადაც აზიარებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „გერმანიიდან საქართველოს 62 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა“.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიუ იორკიდან მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც საქართველოში ემიგრანტებთან ერთად ჩასვლის კონკრეტული თარიღის დასახელებას აანონსებს.
მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის მომავალ ვიზიტებზე ისაუბრა.
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები, შშმ პირები და მარტოხელა მშობლები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან.
კახა კალაძის „გაწიწმატება, რაც აგრესიულ სტილში გადავიდა“, გამოწვეულია იმით, რომ მე ვამხილე, როდესაც გავედი დიდ დიღომში შემთხვევის ადგილზე, ვამხილე დანაშაულში, რაც გამოიხატება ყაზახტრანსგაზის ხელში ჩაგდებით, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა „TV პირველის“ პირდაპირ ეთერში ტელეფონით ჩართვისას.
„კახა კალაძეს თბილისის მერობა ფერარით სეირნობა მიაჩნია და არა რეალური პრობლემების მოგვარება“, განაცხადა გიგი უგულავამ „TV პირველის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას.
მიუღებელია ამ თემის, ცოტა უხეშ სიტყვას ვიხმარ, პრივატიზაცია გარკვეული ჯგუფების მიერ, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძე ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ და დასძინა, რომ წესდება შერჩევის კრიტერიუმები, რომელიც კანდიდატების წარდგენისას იქნება აუცილებელი.
დღევანდელი მერის განცხადება ცდება ადამიანურ სტანდარტებს და მან მოიცალა პოლიტიკური კინკლაობისთვის. დღევანდელი ხელისუფლების ინსტინქტი არის გადაბრალება, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის ყოფილა მერმა გიგი უგულავამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და მოითხოვს, „ყაზტრანსგაზის“ მფლობელის და მენეჯერის, კახა კალაძის დაკითხვას“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.