ახალი ფორმულირების მიხედვით, 2019 წელს მუნიციპალიტეტები მიიღებენ 107 მილიონი ლარით მეტს, ვიდრე მათ ჰქონდათ შემოსავლის, მხარდაჭერისა და დაფინანსების სახით მიმდინარე წელს, აცხადებს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი ზაზა გაბუნია.
მიხეილ სააკაშვილი ბერა ივანიშვილს მიმართავს. „თუ გინდა გაიგო როგორია ზომიერი ცხოვრება, გაგაცნობ ჩემ შვილს", წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ფინანსთა მინისტრის გამოსვლაში ჩანდა არა მხოლოდ ციფრები, არამედ ჩანდა დინამიკა და ხედვა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას.
„ქართულო ოცნება", თქვე მართლა პოლიტიკურო ფარჩაკებო, 5 წლის წინ ქვეყნიდან გადახვეწილი ყოფილი პრეზუდენტი, სისხლის სამართლის საქმეებ აღძრული და ძებნილი, საქართველოს მოქალაქეობა დაკარგული, უკრაინის მოქალაქეობა მინიჭებული და უკრაინის ერთ-ერთი რეგიონის (ოდესის ოლქის ადმინისტრაციის უფროსი) ჩინოვნიკად დანიშნული და მერე იქიდან გათავისუფლებული, უკრაინის მოქალაქეობა ჩამორთმეული და უკრაინიდან გაძევებული, მოქალაქეობის არ მქონე პირი, ევროპა-ამერიკაში ცნობილი პოლიტიკური ბომჟი, ფსიქოპატი სააკაშვილი, - თქვენი უგერგილო და უსამართლო მმართველობის გამო, რომ ხელისუფლების შენარჩუნების და პოლიტიკური ყოფნა-არყოფნის პრობლემებს შეგიქმნით, მართლა იმსახურებთ ხალხისგან, ვისაც თქვენი იმედი ჰქონდა, - „ერთ კარგ პოლიტიკურ პანჩურს" და ხელისუფლებიდან გაშვებას.
თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლევან ხაბეიშვილსა და „ქართული ოცნების“ წევრს, ილია ჯიშკარიანს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რა ხაბეიშვილმა უმრავლესობის წევრებს დედაქალაქის მერისთვის, კახა კალაძისთვის საფეხბურთო კლუბ მილანის „ინტერის“ მაისური გადასცა.
„მოხარული ვარ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავუდასტურო საქართველოში ნორვეგიის საელჩოს გახნის გადაწყვეტილება. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის განვითარებას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. საქართველოში ნორგვეგიის საელჩოს გახსნა, ასევე მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება ნორვეგიული ბიზნესისთვის საქართველოში შემდგომი ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით“, განაცხადა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ერიქსენ სორაიდემ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შეფასებისას.
პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მუქარის შესახებ მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება და ზოგადად, პოლიტიკოსი ქალების მიმართ აგრესიაზე საუბრობს.
საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც ნებისმიერი საერთაშორისო შეფასებით, მათ შორის, ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანაზე უკეთესი რეფორმები აქვს გატარებული კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი.
ძალიან მნიშვნელოვანია ის ანგარიში, რომელსაც ევროპარლამენტი განიხილავს და დებატები, რომელიც ამ პროცესს მოჰყვება, აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ხულორდავა.
„საქართველო სრულად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას ამ პროცესში - ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და თითოეული შესაბამისი ორგანო არის ჩართული ამ საქმეში“, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ჰააგის სასამართლოში, საქართველო-რუსეთის დავასთან დაკავშირებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.