პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი და მმართელი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკური გუნდის, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოების ინტერესების გამომხატველი იქნება და მისი გაპრეზიდენტებით ახალი ფურცელი ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ისტორიაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, ავღანეთში ქართულ საჯარისო კონტიგენტში ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, გაერთიანებული ოპოზიიციის „ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მმართველი პარტიის დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის ფინანსურ მდგომარეობაზე ინფორმაციისა და მასალების მიწოდებას აპირებს და ყოფილი პრემიერისაგან ახსნა-განმარტებებს მოითხოვს.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 57 პირი.
„ედისონ რისერჩის“ სოციოლოგიური კვლევის შედეგებს აქვეყნებს. გამოკითხვები ალოკაციის მიხედვით და ალოკაციის გარეშე ჩატარდა.
„ედისონ რისერჩის“ სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, შეკითხვაზე, დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს დავალებული, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფილი იყოს წესრიგი, რათა ამომრჩეველს მიეცეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება, აცხადებს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე.
მამუკა მდინარაძემ მედიას ახალი სოციოლოგიური კვლევა გააცნო. "გვსურს, გაგაცნოთ მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგები. კვლევა ჩატარდა ორგანიზაცია „ფსიქოპროექტის“ მიერ „ქართული ოცნების“ დაკვეთით. შეგახსენებთ, რომ „ფსიქოპროექტი“ არის ორგანიზაცია, რომელთანაც „ქართული ოცნება“ წლების მანძილზე თანამშრომლობს მაღალკვალიფიციური სოციოლოგიური კვლევების ჩასატარებლად. „ფსიქოპროექტთან“ თანამშრომლობა ჩვენ ყოველთვის გვაძლევდა არჩევნების შედეგების სწორად და ზუსტად პროგნოზირების საშუალებას", განაცხადა მდინარაძემ.
„საზოგადოების მოთხოვნა და სურვილი, რომ გვქონოდა ნამდვილი ევროპული ტიპის წინასაარჩევნო კამპანია, ვერ მოხერხდა გარკვეული პოლიტიკური ძალების რიტორიკის გამო", განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომის წინ გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე.
პოლიტოლოგი, სააკაშვილის ხელისუფლების განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გია ნოდია აცხადებს, რომ „ბიძინა ივანიშვილმა რომ 2012 წელს ხელისუფლება იყიდა“, იგი არ ელოდა, რომ „ის დემოკრატიული მმართველი იქნებოდა“. მისი თქმით, მთავარი შეკითხვა იყო, „რამდენად კრიმინალური მმართველი იქნებოდა ის“ და პოლიტოლოგის შეფასებით, ამის თაობაზე არსებული ვარაუდები უკვე დადასტურებულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.