პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ფარულ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება. მისი განცხადებით, ჩანაწერების გავრცელება არ ემსახურება რამე კეთილშობილურ განზრახვას და მიმართულია წინასაარჩევნოდ არასასურველი კლიმატის შექმნისკენ, რაც როგორც ბესელია ამბობს, ფსიქოლოგიური შეტევაა მოსახლეობაზე.
„ქართული ოცნება“ კოლოსალურ თანხას ხარჯავს, რომ დააზიანონ და შეღებონ ჩვენი პლაკატები. გუშინ კახა კალაძემ არაკანონიერი დავალება მისცა დასუფთავების სამსახურს, - განაცხადა „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე და დაამატა, რომ ხელისუფლება ამით საზოგადოების დაშინებას ცდილობს.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი გამოქვეყნებულ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით სანდო გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა მელაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ხულოს მერიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მომავალი პრეზიდენტის საქმე არის ის, რომ ევროპას ელაპარაკოს საქართველოზე და ჩვენ გვყავს კანდიდატი, რომელიც ევროპის ოჯახში მიღებულია - ასეთია სწორედ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი”, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ მესტიაში დამოუკიდებელი და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.
19, 20 და 21 ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თბილისში დაგეგმილი 100 000-კაციანი) გადაიდო, თუმცა არ დაკონკრეტებულა, გაიმართება თუ არა ის სხვა დღეებში. აღნიშნულის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ მომდევნო დღეებში მათი პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე სამეგრელოში, იმერეთში და აჭარაში მართავს „ძალიან დიდ შეხვედრებს“, რაც აქციის გადადების მიზეზი გახდა.
ფარულ აუდიოჩანაწერებში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის განცხადებას, რომ მას კახა კახიშვილზე კომპრომატები გააჩნია, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თავად ეხმაურება.
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ოთხშაბათს გავრცელებულ განცხადებას და აუდიოჩანაწერებს ეხმაურება და ტელეკომპანია „იმედთან“ ამბობს, რომ „ბადრი პატარკაციშვილი არის მოწამლული“, და ამ მკვლელობაში ურევია „უშიშროების ხელი, რუსეთის, ‘კაგებესი’, რომლის წარმომადგენელია სააკაშვილი, ვაშაძე“.
სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანებთან შეხვედრისას ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ მათი თავგანწირვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
დიდი სურვილი მაქვს, ამ ქვეყანაში ჩანაწერებიდან გამოვიდეთ, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს დღეს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციისა და ჩანაწერების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.