სალომე ზურაბიშვილი იქნება ზეპარტიული პრეზიდენტი, ხალხის ინტერესების ობიექტური დამცველი, ქართული კულტურის და ტრადიციების დესპანი ევროპაში, მთელს მსოფლიოში, განაცხადა ირაკლი ბერაიამ სენაკში, სადაც „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს შეხვდა.
„ევროპული საქართველოს" გენერალური მდივნის, გიგი უგულავას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების" რამდენიმე წევრი „ევროპულ საქართველოს" შეუერთდა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ეხმაურება.
ტურისტული გზა სახლ-მუზეუმებზე ტურისტებს გააცნობს, რომ საქართველოში იბადებოდნენ და იბადებიან ძალიან ნიჭიერი ადამიანები, – განაცხადა „ქართული ოცნების" მიერ მხადრაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა აბაშაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.
„ევროპული საქართველოს" გენერალური მდივნის, გიგი უგულავას განცხადებით, „ქართული ოცნების" რამდენიმე წევრი „ევროპულ საქართველოს" შეუერთდა.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია"-ს პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ბრალდებებს ცენრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია პასუხობს.
ის ჭორები, თუ რა დამოკიდებულება შეიძლება მქონოდა ზვიად გამსახურდიასადმი, დიდი ტყუილია, განაცხადა „ქართული ოცნების" მიერ მხადრაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა სამეგრელოში.
სალომე ზურაბიშვილი, როგორც ზეპარტიული, ნეიტრალური კანდიდატი, ნამდვილად იქნება ქვეყანაში სიმშვიდისა და პოლიტიკური წონასწორობის გარანტი, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა აბაშაში, სადაც „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს შეხვდა.
იმ სტაბილურობისთვის, პოლიტიკური კულტურისთვის, რაც გარანტიაა, რომ ამ ქვეყანამ იაროს მშვიდი გზით და გაძლიერდეს კიდევ უფრო მეტად, დადგეს ფეხზე, საჭიროა გონიერი, ძლიერი, პრინციპული, ქვეყნისთვის მზრუნველი, ძალიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ აბაშაში, სადაც „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს შეხვდა.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია"-ს პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას „ქართული ოცნების" უკანონო დავალებების შესრულებაში სდებს ბრალს.
„ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში, ის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეს გამოიძიებს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია ეხმაურება. კონსტანტინე გამსახურდია ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე ხანდაზმულობის ვადის გაუქმებას ითხოვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.