„ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ პრემიერ მინისტრისთვის მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევის თაობაზე მიმართვას აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტის, მათ შორის პრეზიდენტის ოფისის დაკნინებას და „ლოგიკური საფუძველი არსებობს იმისა, რომ ეს მთავრობა გადადგეს თავის პრემიერმინისტრიანად“.
მამუკა ბახტაძის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის გამო პარლამენტში მისი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ კონსტიტუციონალისტები და პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატები.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ირმა ნადირაშვილი ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის გახსნასთან დაკავშირებით, პროკურატურის განცხადებას „დღეს არსებული პოლიტიკური და კორუფციული სკანდალის გადაფარვად“ მიიჩნევს.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პულისის შეხვდა.
მთავარი პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებას ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის გახსნასთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატ სალომე სამადაშვილი „ძალიან უნიჭოდ დადგმულ პიარსვლას“ უწოდებს და ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას ამბობს, რომ ხელისუფლება, მმართველობიდან 6 წლის თავზე „ქართველი ხალხის მოტყუებას უსინდისოდ ცდილობს, რადგან ქართველი ხალხისთვის სხვა შეთავაზება არ აქვს“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე შვედეთის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში ულრიკ თიდესტრომს შეხვდა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა. შეხვედრისას კანდიდატმა აუდიტორიას საკუთარი ხედვები და პრიორიტეტები გააცნო.
„ფაქტია, რომ უკვე რამდენიმე თვეა „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი პარტიული ტელევიზია „რუსთავი 2“ ცდილობს, რომ რამენაირად, რომელიმე თემით მაინც შეძლოს სიტუაციის დაძაბვა და წინასაარჩევნო გარემოს რადიკალიზაცია“, განაცხადა დედაქალაქის მთავრობის მუნიციპალიტეტის სხდომაზე კახა კალაძემ და ამის მაგალითებიც დაასახელა.
თბილისის მერმა, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ „ერთაინმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მერიას რამდენიმე დღეში დაგეგმილი 100 000 კაციანი მანიფესტაციის ჩატარებისთვის ნებართვის მისაღებად მიმართა, რაზეც მან თანხმობა გასცა, თუმცა კალაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნულ პოლიტიკურ ძალას ქვეყანაში არეულობის მოწყობის სურვილი აქვს, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს.
„ჩვენ მუქარის არ გვეშინია, იმიტომ, რომ ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი, სიმართლე არის ჩვენს მხარეს, ეს არის მთავარი ჩვენს საქმეში“- განაცხადა ტელეკომპანია იმედის თოქშოუში „პირისპირ“ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.