მე არ ვარ თერგდალეული, მე ვარ სენადალეული და თურმე ეს არის ამ ქვეყანაში დანაშაული -ასე მიმართა ყაზბეგელებს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში ამომრჩეველთან შეხვედრისას.
მე როგორც კი ვიქნები არჩეული პრეზიდენტი, შევკრებ ამ ახალგაზრდებს ვინც დაბრუნდება იქაური ცოდნით, იქ გატარებული წლების გამოცდილებით, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
ყაზბეგი არის მაგალითი იმისი, რომ შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს რეგიონი, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში განაცხადა.
„საუბედუროდ, ოლიგარქებმა ქართული სახელმწიფო გამოამწყვდიეს სარდაფში, რის შედეგადაც, მართლმსაჯულება, წესები და კანონები აღესრულება მიწისქვეშეთში, რომ რაც შეიძლება მეტი მილაირდი ააწაპნონ ქვეყანას და ჩვენს ხალხს, ასე ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის" ხელმძღვანელი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი გლდანის მე-8 დაწესებულებაში გაკეთებულ ფარულ აუდიოჩანაწერს.
„ჩვენი ვალდებულებაა, რომ გარემოს დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდეს“, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თიანეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენ ვიხილეთ ერთი სპექტაკლი, რომელიც წარუმატებლად უკვე დასრულდა და შემოგვთავაზეთ ახლა მეორე სპექტაკლი, რომელიც ასევე წარუმატებლად დასრულდება იმიტომ, რომ იქ, სადაც არ არის გადაცდომა, იქ, სადაც არ არის დანაშაული, ვერ შეიქმნება ხელოვნურად კომპრომატი“, ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უმცირესობის წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებას.
აუდიოჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, მეგონა, რომ საგანგებო სხდომას მოიწვევდით და მთავრობის ნდობის საკითხს დააყენებდით ხვალ, - ასე მიმართა ცოტა ხნის წინ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარლამენტის თავმჯდომარეს და მის თანაგუნდელებს.
გლდანის მე-8 დაწესებულებაში გაკეთებულ ფარულ აუდიოჩანაწერს „ქართული ოცნების" ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია და იქედან გამომდინარე, რომ შექმნილ მდგომარეობაზე „ქართული ოცნების" ხელმძღვანელობას პასუხი არ გააჩნია, გამოსავალი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებშია.
ერთად უნდა გავაძლიეროთ რეგიონებში კულტურა და გავიტანოთ მის ფარგლებს გარეთ, – ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თიანეთში მხარდამჭერებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.