აშშ-საქართველოს ურთიერთობა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, – ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა The Hill-ი საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის წერილს, რომელშიც საქართველოს მიღწევებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზეა საუბარი.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ძალიან სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი ემზარ კვიციანი მის მიერ ინიცირებული კანონპროექტზე, რომლითაც იკრძალება თავსაბურავის ტარება, რომელიც სახეს მთლიანად ფარავს, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საუბრობს. კვიციანის თქმით, მისი ნება რომ იყოს ქართველ ქალებს მანდილის გარეშე ქუჩაში გამოსვლას აუკრძალავდა.
გადავხედე და თურმე კახეთში ყველაფერი იმ კაცის დროს გაკეთდა, რომლის ოპოზიციაშიც ვიყავი ცხრა წლის განმავლობაში, - განაცხადა „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერმა თაკო ჩარკვიანმა თელავში, სადაც გრიგოლ ვაშაძემ ამომრჩევლებთან შეხვედრა გამართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს ვაშინგტონში, თეთრ სახლში გაიმართება. საქართველოს მთავრობის მეთაურს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი უმასპინძლებს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, კანაფის წარმოება-კულტივაციასთან დაკავშირებით ყველა არგუმენტი შეჯერებული იყოს, ხოლო გადაწყვეტილება – კონსენსუსით მიღებული.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მომდევნო სასესიო კვირაში პარლამენტი განიხილავს მარიხუანასთან დაკავშირებულიკანონპროექტის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც მოხმარებას შეეხება, ხოლო კულტივაცია-რეალიზაციის არა.
ვაპირებ, რომ სამხედრო ბაზები, რომელიც ერთხელ უკვე გავიყვანე საქართველოდან, ხელახლა გავიყვანო ოკუპირებული ტერიტორიებიდან“, - განაცხადა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრისას.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ შევასრულეთ დაპირება, რომ სწავლის დაწყებისთვის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებული იქნებოდა. კალაძის განცხადებით, ძირითადი სამუშაოები დასრულებულია.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მადლიერება უნდა გამოვხატოთ იმ სასულიერო პირების მიმართ, ვინც მარიხუანის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.