პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მაღალმთიანი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად ხელისუფლება სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს, მათ შორის არის ის, რომ პირველი იანვრიდან მთაში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული პენსიონერები 263 ლარ პენსიას მიიღებენ, ხოლო პირველი ივლისიდან -300 ლარს.
მსურს, სრული პასუხისმგებლობით დაგპირდეთ, რომ ყურადღება მთის მიმართ, მთის განვითარებისა და მთის შვილების მიმართ გაიზრდება, იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ და შევასრულოთ ჩვენი პოზიტიური ვალდებულება, მთაში დაბადებულ ამაყ ადამიანს ჰქონდეს საშუალება, ღირსეულად იცხოვროს და განავითაროს თავისი ოჯახი, თავისი შვილები მთაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა ქუთაისში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველოსა და მოლდოვაში ნარჩენების მართვის ჰარმონიზაციას ეხებოდა.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული რეგიონის სკოლების პედაგოგებთან შეხვედრებს განაგრძობს.
მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილეებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულების და განყოფილებების ხელმძღვანელებთან.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იური უნანიანი და მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი სოფელ აბულის მცხოვრებლებს შეხვდნენ და მათი პრობლემური საკითხები განიხილეს. სოფლის მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნები გაზიფიცირება, გზების მოასფალტება და სასმელი წყლით უზრუნველყოფაა.
ცაგერში, რიგით 73-ე საზოგადოებრივი ცენტრი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. საზეიმო ღონისძიებას მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, რწმუნებულის მოადგილე გიორგი გონაძე, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროსა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
5 დეკემბერს, სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან და მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში დასრულებულ პროექტებს ადგილზე გაეცნო.
3 დეკემბერი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ქალაქ ხობის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, მოადგილე მახარე ჩოკორაია და საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია ეწვივნენ და ბავშვებს საკანცელარიო ნივთები და სათამაშოები გადასცეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.