წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა საკრებულოს სხდომაზე 2019 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
ონის მუნიციპალიტეტში საახალწლო სიმბოლური საჩუქრების გადაცემა გრძელდება. ამჯერად ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ეკა მაისურაძემ, მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის და კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელთან მირანდა მეტრეველთან, მერის წარმომადგენელთან უწერის თემში მელიტონ მეტრეველთან ერთად საახალწლო საჩუქრები გადასცა უწერის თემში მცხოვრებ უხუცესებს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე სოფ. გოგნში იმყოფებოდა, სადაც საკრებულოში გოგნის მაჟორიტარი დეპუტატის დავით ისაკაძის საანგარიშო მოხსენებას დაესწრო.
სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ და ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა სოფელ ციხესულორში მცხოვრებ თინა მიმინოშვილს 100 წლის იუბილე მიულოცეს და დღეგრძელთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 1000 ლარი გადასცეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში, თანამედროვე სტანდარტების, ახლადგახსნილი მესაქონლეობის ფერმა შპს „თეთრი ფერმა“ დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო.
25 დეკემბერს ცაგერის მთავარი ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებაში წინასაახალწლო ზეიმი გაიმართა.
თერჯოლაში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა სრულდება, რომელიც ექსპლუატაციაში შესაბამისი აპარატურით აღჭურვის შემდეგ შევა.
25 დეკემბერს, ხობის ცენტრალურ პარკში ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთო. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი დაჩი ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.
ქალაქის ცენტრალურ პარკში საახალწლო ნაძვის ხე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ პატარებთან ერთად აანთეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.