გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) პარტნიორობით და ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ მომზადებულმა პროექტმა - სკოლამდელი განათლების სფეროში მუნიციპალური მართვის კომპიუტერული სისტემის მოდულის დანერგვის მიზნით მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულებების კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვის შესახებ.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.
ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვანის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით და ვანის მეორე საჯარო სკოლის უფროსკლასელთა მონაწილეობით, ვანის ცენტრალურ სკვერში გაიმართა მდუმარე აქცია, სახელწოდებით - „არა ფემიციდს“.
აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E60-E70-ის) შემადგენელ ორ, ჯამში, 15 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. გზის ახალი მონაკვეთი გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზას უერთდება.
მესტიის მუნიციპალიტეტში იდლიანის ტერიტორიულ ერთეულში 130 მეტრი სიგრძის დაკიდული ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კომისიებისა და ფრაქციის ერთობლივი სხდომა გაიმართა. კომისიებისა და ფრაქციის წევრებმა იმსჯელეს შემდეგი სამართლებრივი აქტის პროექტი:
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდნენ.
იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ხელი მოეწერა პროექტს, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტისთვის პირველი საზოგადოებრივი ავტობუსის შეძენას გულისხმობს. ინფორმაციას საქართველოში იაპონიის საელჩო ავრცელებს.
დაბა მესტიაში თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. სკვერის მოწყობისთვის მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმარველობის ბიუჯეტიდან 258 516 ლარი დაიხარჯა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ვაან აროიანმა, მერმა ანივარდ მოსოიანმა, საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებმა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ სპიტაკის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.